მომავალი ოთხი წლის განმავლობაში,
საქართველოში, C ჰეპატიტი, ფაქტობრივად აღმოიფხვრება,
-
C ჰეპატიტის ელიმინაციის
2016-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე
დაამტკიცებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
შეფასებით, საამაყოა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში, ათასობით
ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ათასობით ოჯახის სიღატაკისგან ხსნა
მოხერხდა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა
აღნიშნა, მთავრობის მიზანია, 4 წლის თავზე, C ჰეპატიტით
ინფიცირებულთა 90% - გამოკვლეული, ხოლო
დაავადებულთა 95% განკურნებული იყოს.
ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმის მთლიანი ბიუჯეტი 116 მილიონ
ლარს აჭარბებს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან -
57 მილიონი ლარი დაიხარჯება; პროგრამის ფარგლებში
სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებს 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების
მედიკამენტებს.
მთავრობის მეთაურმა სტრატეგიის
განხორციელებაში ჩართულ პარტნიორებს, მათ შორის - გლობალურ
ფონდსა დაამერიკის შეერთებული
შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ასევე,
სამთავრობო გუნდს, დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით, მადლობა
გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამის განხორციელება ძალიან
მნიშვნელოვანია.