კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
საზოგადოება
„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას აფრთხილებს

„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებით, გაზგამანაწილებელ სადგურებში ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა აღნიშნული ნივთიერების მკვეთრი სუნი დაფიქსირდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს:

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე საჭიროა ოდორანტის ტრანსპორტირება შესაბამის გაზგამანაწილებელ სადგურებში. მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურში და ასევე, გომარეთის (დმანისის რაიონი), მუხრანის (მცხეთის რაიონი), კასპისა (კასპის რაიონი) და აგარის (ქარელის რაიონი) გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებებით.

ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება დასავლეთ საქართველოშიც. კერძოდ, გაზგამანაწილებელი სადგური - ლაითურისა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლაითური) და აჭარის გამზომი კვანძის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი გვარა) მიმართულებით.

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება გაზგამანაწილებელი სადგურების - აჯამეთის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი აჯამეთი), ზოვრეთის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოვრეთი), ზუგდიდის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ცაიში), ქვიშანჭალასა (აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელი მარანი) და სენაკის (სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალსოფელი) მიმართულებებით.

აქედან გამომდინარე, შესაძლოა ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების მკვეთრი სუნი. თუმცა, ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. სავარაუდო დისკომფორტის გამო, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას ბოდიშს უხდის“, - ნათქვამია განცხადებაში.


 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
13:21 / 27.10.2016
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ
ავტომაგისტრალზე
დოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე
17:47 / 21.10.2016
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის
პროცესი იწყება.
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება.
13:17 / 18.10.2016
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე 
10:54 / 18.10.2016
საქართველოს საპატრიარქო რომის პაპის ვიზიტთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საპატრიარქო რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
14:51 / 28.09.2016
ახალი ამბები