კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
კულტურა
ასომთავრულს, მხედრულსა და ნუსხურს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
ქართული დამწერლობის სამ სახეობას - ასომთავრულს, მხედრულსა და ნუსხურს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. 
ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე (28 ნოემბერი-2 დეკემბერი) მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაციის „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის თაობაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ ნომინაციას და მიიჩნია, რომ იგი სრულად შეესაბამება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს.


ნომინაცია UNESCO-ს განსახილველად წარედგინა 2015 წელს და მისი მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას ქართული დამწერლობის სისტემური ევოლუციის შედეგად შექმნილი ანბანის სამი სახეობის (მრგვლოვანი, ნუსხური, მხედრული) ჰარმონიულ თანაარსებობას თანამედროვე რეალობაში.


„ნომინაციის წარდგენის დღიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, საგანგებოდ შექმნილი თემატური გამოფენების ორგანიზებით, აქტიურად მუშაობდნენ თემის პოპულარიზაციისა და შესაბამის ქვეყნებთან ნომინაციის მხარდაჭერის მოპოვების კუთხით.

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არის რიგით მესამე ნომინაცია, რომელიც შეტანილია UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. მანამდე UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში ქართული ფოლკლორი და ქართული ღვინო იყო შეტანილი.

კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, რომელშიც წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში და UNESCO-ში მუდმივი წარმომადგენელი ეკატერინე სირაძე-დელონე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და შესაბამისი ექსპერტები“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
18
ოქტომბერს, 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს
უნივერსიტეტის მეორე კორპუსში
18 ოქტომბერს, 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეორე კორპუსში
10:19 / 18.10.2016
ბათუმში, მასშტაბური პროექტის
„Check in Georgia“ ფარგლებში  ქუჩის თეატრის პროექტი Street
Theatre Project იმართება.

ბათუმში, მასშტაბური პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში  ქუჩის თეატრის პროექტი Street Theatre Project იმართება.

14:37 / 11.08.2016
25 ივნისს,
 კონცერტები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა
რეგიონში.
25 ივნისს,  კონცერტები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
09:53 / 25.06.2016
ახალი ამბები