კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
საზოგადოება
განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვის- პრეზენტაცია
განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვას მინისტრები და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვას და პრიორიტეტებს გაეცნო, რომელიც მთავრობის წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ წარუდგინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაცია, რომელიც სკოლამდელ აღზრდას, სასკოლო განათლებას, უმაღლესი და პროფესიული სწავლების სტრატეგიული განვითარების გზებს მოიცავდა, სოფელ კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯში "აისი" გაიმართა.
დასაწყისში განათლების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემის რეფორმირების მნიშვნელობაზე, რაზეც, მისი განმარტებით, სრულად არის დამოკიდებული ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით.
ხაზი გაესვა პროფესიული განათლების როლს, რომელიც მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. აღინიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება კონკრეტული დარგის მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები.
დაწყებულია ინტენსიური მუშაობა, რათა პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გაიმართა მსჯელობა განათლების სისტემაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების, მიმდინარე რეფორმის შესახებ.
პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან ერთად, პროფესიული კოლეჯის ინფრასტრუქტურა, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, ღვინის სახლი და სახელოსნოები დაათვალიერა. განათლების მინისტრის განმარტებით, კოლეჯში "აისი" სწავლება ძირითადად სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით მიმდინარეობს და ამზადებს შემდეგ სპეციალისტებს: ფერმერი, მეღვინე-მევენახე, მეფუტკრე, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი, სასურსათო პროდუქტების მწარმოებელი, ვეტერინალური მომსახურება, ტრაქტორისტ-მემანქანე, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, გიდი, ტუროპერატორი, მზარეული და სხვ. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ეს ის პროფესიებია, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. კოლეჯში ამ ეტაპზე 500-მდე პროფესიული სტუდენტი სწავლობს.
განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვას მინისტრები და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
13:21 / 27.10.2016
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ
ავტომაგისტრალზე
დოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე
17:47 / 21.10.2016
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის
პროცესი იწყება.
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება.
13:17 / 18.10.2016
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე 
10:54 / 18.10.2016
„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“
მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა
დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

13:00 / 29.09.2016
ახალი ამბები