კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
საზოგადოება
.პატრიარქის წერილი მსოფლიო პატრიარქს

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ღია წერილით მიმართავს:

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ღია წერილით მიმართავს:
"მის ყოვლადუწმინდესობას, ბართლომეოს I, კონსტანტინეპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პარტრიარქს
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო, გულითადად მოგესალმებით და შევთხოვთ უფალს, რათა მოგანიჭოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე.
ამასთან, გვინდა გაცნობოთ, რომ ა.წ. 17 ივნისით დათარიღებული თქვენი წერილი ჩვენ ჯერ არ მიგვიღია. მისი შინაარსის შესახებ მხოლოდ ინტერნეტით შევიტყვეთ და ჩვენის მხრიდან პასუხის დაგვიანებაც ამ მიზეზით არის განპირობებული.
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, გაცნობებთ, რომ ა.წ. 10 ივნისის საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის გადაწყვეტილების გამო თქვენი თხოვნის შესრულებას ვერ შევძლებთ. სხდომის დადგენილებები თქვენც გადმოგეგზავნათ და სხვა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებსაც. მასში აღნიშნული იყო ის კონკრეტული მიზეზები, რამაც განაპირობა ჩვენი ჩამოუსვლელობა. ამიტომაც არასწორია კრებაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაციის არ დასწრების პოლიტიკურ, ან ნებისმიერ სხვა ჭრილში გადატანა.
ამასთან, აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად ჩვენი არყოფნისა, თვალს ვადევნებთ სხდომების მიმდინარეობას და ვიმედოვნებთ, რომ ღვთის მადლით, საბოლოო შედეგები მისაღები იქნება ეკლესიის სისავსისათვის.
ახლა კი შეგახსენებთ, საქართველოს ეკლესიას ხელი არა აქვს მოწერილი პროექტზე "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები" და მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია მე-6 მსოფლიო კრების 72-ე კანონის დოგმატური აკრძალვის შეცვლა და ეკლესიის საიდუმლოებებში არამართლმადიდებლური მონაწილეობის დაშვება საკრებო განჩინებით.
აღნიშული დოკუმენტი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს დაგმობილი აქვს ჯერ კიდევ 1998 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე, მეორედ კი, - 2016 წლის 25 მაისს. მას ხელი არც მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა იანვრის შეხვედრაზე მოვაწერეთ და თუკი ვინმე აპილირებას მოახდენს შამბეზიში კრების რეგლამენტზე (დღის წესრიგზე) ჩვენს ხელმოწერაზე, მათ შევახსენებთ, რომ ეს ხელმოწერა მოხდა მანამდე, ვიდრე განსახილველად იქნებოდა გამოტანილი აღნიშნული დოკუმენტი და ჩვენც ამის იმედი გვქონდა ერთობლივი პოზიციის შემუშავებაში, რაც არ გამართლდა.
სამწუხაროდ, მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა ფანარშიც (ა.წ. აპრილის თვეში), როცა თქვენი მიწვევით საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ამ საკითხზე კონსესუსის მისაღწევად იყო ჩამოსული და რაკი ეს არ განხორციელდა, მათ განმეორებით მოითხოვეს დოკუმენტის კრების დღის წესრიგიდან ამოღება.
ახლაც კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ განიხილოთ დოკუმენტი "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები", რადგანაც იგი არ გახლავთ მიღებული კონსენსუსით და მას არც ანტიოქიის ეკლესია აწერს ხელს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 2016 წლის შამბეზის შეხვედრაზე განვაცხადეთ, რომ შამბეზში დამოწმებული დოკუმენტები გასაჯაროების შემდეგ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს წარედგინებოდა საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.
ა.წ. 25 მაისს გამართულმა წმინდა სინოდის სხდომამ კი დაადგინა, რომ
ა) დოკუმენტი "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" შეიცავს სერიოზულ ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს და საჭიროებს სერიოზულ გადამუშავებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია მას მისაღებად არ მიიჩნევს.
ბ) დოკუმენტი "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში" ასევე ცვლილებებს საჭიროებს (მითითებული იყო კონკრეტული ადგილები).
გ) ქორწინების დოკუმენტზე ზემოთ ვისაუბრეთ.
თქვენო ყოვლადწუმინდესობავ, ჩვენ გვჯერა თქვენი სიბრძნისა და კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს იმისას, რომ არ დავუშვებთ ეკლესიის წიაღში პრობლემების შექმნას და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც მართლმადიდებელთა ერთობას ჩრდილს მიაყენებს.
ვლოცულობთ თქვენთვის ქრისტესიერი სიყვარულითა და პატივისცემით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე", - წერს პატრიარქი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
13:21 / 27.10.2016
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ
ავტომაგისტრალზე
დოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე
17:47 / 21.10.2016
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის
პროცესი იწყება.
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება.
13:17 / 18.10.2016
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე 
10:54 / 18.10.2016
„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“
მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა
დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

13:00 / 29.09.2016
ახალი ამბები