კალენდარი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
საზოგადოება
პრეზიდენტის მრჩევლები ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწავლობს აღნიშნულ საკითხს და მასზე მუშაობას კვლავ გააგრძელებს.
პრეზიდენტის მრჩევლებმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ის ცვლილებები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ის ცვლილებები განიხილეს, რომელიც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისთვის სარეკლამო დროის განაწილების საკითხს ეხება.

პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მყოფმა ყველა მედიის წარმომადგენელმა ცალსახად განაცხადა, რომ მათთვის ეს კანონპროექტი ქმნის პრობლემებს, ასევე მათ გამოთქვეს გულისტკივილი, რომ დღეს პირველად მიიღეს განხილვაში მონაწილეობა და საქართველოს პარლამენტმა ისე მიიღო კანონპროექტი მეორე მოსმენით და განიხილა მესამე მოსმენით, რომ მათთვის აზრი არ უკითხავთ, რაც ძალიან სამწუხაროა.

კახა კოჟორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწავლობს აღნიშნულ საკითხს და მასზე მუშაობას კვლავ გააგრძელებს.
პრეზიდენტის მრჩევლები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი გამონახოს და მის განხილვაში ჩართოს მედიაც და პოლიტიკური პარტიებიც, ვისაც აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ ეხება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თინათინ მჟავანაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ მაჭარაძე.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
13:21 / 27.10.2016
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ
ავტომაგისტრალზე
დოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე
17:47 / 21.10.2016
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის
პროცესი იწყება.
რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება.
13:17 / 18.10.2016
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე 
10:54 / 18.10.2016
„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“
მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა
დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოდორანტის ტრანსპორტირებისას შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მკვეთრი სუნი.

13:00 / 29.09.2016
ახალი ამბები