კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
რეგიონები
ამალი-დევდორაკის ხეობაში, სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო ყველა სამთავრობო უწყება მობილიზებულია
"რეჟიმის დაწესება, ამალი-დევდორაკის ხეობაში უხვი ნალექის შედეგად ღვარცოფული ნაკადის წარმოქმნამ განაპირობა.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, 134-კმ - 135კმ მონაკვეთზე, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"რეჟიმის დაწესება, ამალი-დევდორაკის ხეობაში უხვი ნალექის შედეგად ღვარცოფული ნაკადის წარმოქმნამ განაპირობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც ხეობაში მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს, ოპერატიულად აცნობა შესაბამის ორგანოებს, რის შემდეგაც საავტომობილო გზა დაუყოვნებლივ ჩაიკეტა.

"დევდორაკიდან" მიღებული ზვავსაშიშროების განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ, განხორციელდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" თანამშრომელთა ევაკუაცია. ამჟამად, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების, ასევე ფიზიკური პირების გადაადგილება შეჩერებულია. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს.

პროცესებზე დაკვირვება გრძელდება, რაშიც ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და აღნიშნული სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავიაცია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს მოქალაქეების ევაკუაცია და საკონტროლო შემოფრენა", - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის
პროექტირება იწყება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირება იწყება.
10:47 / 27.10.2016
ბათუმი სუხიშვილებს კიდევ ერთხელ მასპინძლობს.
ბათუმი სუხიშვილებს კიდევ ერთხელ მასპინძლობს.
10:19 / 17.08.2016
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში  ღვინის ახალი მარანი ,,შატო
ატენი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში  ღვინის ახალი მარანი ,,შატო ატენი" გაიხსნა.
14:18 / 16.08.2016
 
პარკი,
სადაც მინიატურებშია წარმოდგენილი საქართველოს არქიტექტურული
საგანძური, ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა.

 

პარკი, სადაც მინიატურებშია წარმოდგენილი საქართველოს არქიტექტურული საგანძური, ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა.
11:14 / 14.08.2016
ყვარლის რაიონის
სოფელ შაქრიანში, საკუთარი სახლის მარანში 75 წლის ქალის ცხედარი
იპოვეს.
 

ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, საკუთარი სახლის მარანში 75 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.

 

12:49 / 10.08.2016
ახალი ამბები