კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
რეგიონები
ფონდმა ”ქართუმ” მინიატურების პარკი სახელმწიფოს გადასცა

 

პარკი, სადაც მინიატურებშია წარმოდგენილი საქართველოს არქიტექტურული საგანძური, ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა.

“საქართველო მინიატურებში” – ქვეყნის კულტურულ-რქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები 2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს და იგი შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ “ციცინათელას” მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ-რეკრეაციულ პარკშია გაშენებული.

მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მან მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოსახლეობისთვის გაკეთებული მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პარკი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და საქართველოს კუთხეების პოპულარიზაციას. პრემიერის თქმით, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო-შემეცნებითი ფუნქციის გარდა, საქართველოში პირველი მინიატურული პარკის დანიშნულებაა რეგიონში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკის წახალისება და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა.

"მინდა, საქართველოს მივულოცო კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ობიექტი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშივილისა და ფონდი „ქართუს“ საჩუქარია საქართველოსთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის მართლაც ღირშესანიშნავი პარკი, რომელიც დარწმუნებული ვარ, გახდება ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის და, რა თქმა უნდა, ტურისტებისთვის. პარკის მშენებლობაზე 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა დახარჯული. ეს არის ტურისტულ-რეკრეაციული დანიშნულების, ტურისტული ახალი მიმართულების, სადაც მინიატურულ განზომილებაშია წარმოდგენილი საქართველოს კულტურული და ისტორიული ძეგლები და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობები. ამგვარი პარკები ბევრ ქვეყანას არ აქვს, ეს არის მართლაც დიდი ფუფუნება და, სადაც არის, დიდი პოპულარობით სარგებლობს," -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფონდ ”ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს ასევე საჩუქრად გადასცა უნიკალური მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს პარკში წარმოდგენილი ყველა მინიატურის პროტოტიპის ზუსტ აზომვით ნახაზებს ფორმატში, რაც არის ძვირადღირებული და აუცილებელი ინფორმაცია ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის.

მინიატურების პარკის მშენებლობა დაიწყო 2014 წლის ზაფხულში „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. მინიატურების კომპლექსი დააპროექტა კომპანიამ “არქიტექტურული ლაბორატორია #3”. კომპლექსი მოიცავს: პარკს, თავად მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განთავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.

პარკში წარმოდგენილია 44 არქიტექტურული ძეგლის მინიატურა, წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 5 ძეგლის მონტაჟი. 2017 წელს პარკს კიდევ რამდენიმე მინიატურა დაემატება.

დღეიდან საქართველოში პირველი მინიატურების პარკი დამთვალიერებელს ელის.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის
პროექტირება იწყება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირება იწყება.
10:47 / 27.10.2016
ბათუმი სუხიშვილებს კიდევ ერთხელ მასპინძლობს.
ბათუმი სუხიშვილებს კიდევ ერთხელ მასპინძლობს.
10:19 / 17.08.2016
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში  ღვინის ახალი მარანი ,,შატო
ატენი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში  ღვინის ახალი მარანი ,,შატო ატენი" გაიხსნა.
14:18 / 16.08.2016
ყვარლის რაიონის
სოფელ შაქრიანში, საკუთარი სახლის მარანში 75 წლის ქალის ცხედარი
იპოვეს.
 

ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, საკუთარი სახლის მარანში 75 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.

 

12:49 / 10.08.2016
რუსმა სამხედროებმა ე.წ.
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით
რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით
11:01 / 04.08.2016
ახალი ამბები