კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
რეგიონები
ირლანდიის კორკის საგრაფოს დელეგაციის ვიზიტი აჭარაში

დელეგაცია რეგიონის ტურისტულ და კულტურულ ღირშესანიშნაობებს გაეცნობა.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 21-23 ივნისს კორკის საგრაფოს (ირლანდია) ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლებს.
21 ივნისს სასტუმრო "რადისონ ბლუ ბათუმში" აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შეხვედრას გამართავს კორკის საგრაფოს მერთან ბატონ ჯონ პოლ ო"შთან და დელეგაციის სხვა წევრებთან.
არჩილ ხაბაძე მთავრობის წევრებთან ერთად სტუმრებს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. თანამშრომლობის მემორანდუმი კულტურათშორისი ცნობიერების ამაღლების, ევროკავშირის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საწინდარი გახდება.
აღსანიშნავია, რომ ქალაქი კორკი სიდიდით მეორე ქალაქია ირლანდიაში. ქალაქის ძირითადი ნაწილი მდებარეობს კუნძულზე მდინარე ლის სანაპიროზე.
კორკის ნავსადგური ცნობილია, როგორც ევროპის ყველაზე დიდი ბუნებრივი ნავსადგური, რომელიც ბოლო 35 წლის განმავლობაში იქცა ევროპის ერთ-ერთ წარმატებულ ნავსადგურად. ის ტვირთბრუნვისა და მგზავრების რაოდენობის მიხედვით ევროპის ერთ-ერთი დატვირთული პორტია. ადგილობრივები ქალაქს ,,ირლანდიის ნამდვილ დედაქალაქადაც" მოიხსენიებენ.
კორკის საგრაფოს დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრების გამართვის შემდეგ რეგიონის ტურისტულ და კულტურულ ღირშესანიშნაობებს გაეცნობა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის
პროექტირება იწყება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირება იწყება.
10:47 / 27.10.2016
ბათუმი სუხიშვილებს კიდევ ერთხელ მასპინძლობს.
ბათუმი სუხიშვილებს კიდევ ერთხელ მასპინძლობს.
10:19 / 17.08.2016
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში  ღვინის ახალი მარანი ,,შატო
ატენი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში  ღვინის ახალი მარანი ,,შატო ატენი" გაიხსნა.
14:18 / 16.08.2016
 
პარკი,
სადაც მინიატურებშია წარმოდგენილი საქართველოს არქიტექტურული
საგანძური, ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა.

 

პარკი, სადაც მინიატურებშია წარმოდგენილი საქართველოს არქიტექტურული საგანძური, ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა.
11:14 / 14.08.2016
ყვარლის რაიონის
სოფელ შაქრიანში, საკუთარი სახლის მარანში 75 წლის ქალის ცხედარი
იპოვეს.
 

ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, საკუთარი სახლის მარანში 75 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.

 

12:49 / 10.08.2016
ახალი ამბები