კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ეკონომიკა
"ხელშეკრულება საქართველოსა და EFTA-ს შორის ნიშნავს მეტ ქართულ ღვინოს EFTA-ს ქვეყნებში"

პრემიერმა შვეიცარიას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა

EFTA-მ და საქართველომ, ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთეს თავისუფალი ხელშეკრულების შესახებ ხელმოწერის შედეგად; ეს ნიშნავს მეტ ვაჭრობას, მეტ ინვესტიციებს, მეტ ტურიზმსა და ასევე, მეტ ქართულ ღვინოს EFTA-ს ქვეყნებში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის აღსანიშნავ ოფიციალურ ვახშამზე შეკრებილ სტუმრებს.

პრემიერმა შვეიცარიას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და თავისუფალი ვაჭრობის სფეროში საქართველოს ახალ პარტნიორებზე ისაუბრა.

"ზოგადად, მსგავს მიღებებზე მე ვამბობ რამდენიმე სიტყვას და ვასრულებ სადღეგრძელოს წარმოთქმით. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ EFTA ოთხ სხვადასხვა სუვერენულ სახელმწიფოს აერთიანებს, მინდა, ოთხი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. თითოეული მათგანი ეძღვნება საქართველოს ახალ პარტნიორებს თავისუფალი ვაჭრობის სფეროში. პირველ რიგში, მინდა მივმართო ჩვენს მასპინძლებს - შვეიცარიას. მარადიული დიპლომატიური შუამავალი, შვეიცარია საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების აქტიური მონაწილეა. დღეს ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა კულტურა, გარემოს დაცვა, ტურიზმი და რა თქმა უნდა, ბიზნესი. მოუთმენლად ველი საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ფორუმს, რომელიც ხვალისთვისაა დაგეგმილი. პირველ რიგში, მინდა ვადღეგრძელო შვეიცარია! ახლა, ყურადღება მინდა მივაპყრო ლიხტენშტაინს. საქართველო-ლიხტენშტაინის ურთიერთობა ნელ-ნელა იწყებს განვითარებას, ამის ნათელი მაგალითია ქართული დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც გასულ კვირას შედგა თქვენს ქვეყანაში. ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონალური განვითარებისა და განათლების დარგებში თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი არსებობს. მინდა ვადღეგრძელო ლიხტენშტაინი! რაც შეეხება ნორვეგიას, ეს ქვეყანა საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ენერგეტიკის დარგში, თუმცა ჩვენი ურთიერთობები აღნიშნულ სფეროს მნიშვნელოვნად სცდება. ნორვეგია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის მხარდაჭერის კუთხით, ერთ-ერთი პიონერია. იგი უმნიშვნელოვანეს დახმარებას უწევს საქართველოს, სასამართლო და განათლების დარგებში რეფორმის გატარების თვალსაზრისით. მესამე სადღეგრძელოთი, მინდა, ნორვეგიას მივმართო! მეოთხე - ისლანდია. ჩვენ, ისლანდიასთან ბიზნესურთიერთობების გაღრმავების ძლიერი ინტერესი გვაკავშირებს, რაც, დიდწილად საქართველო-ისლანდიის ბიზნესფორუმების - ჩვენი ბიზნესსაზოგადოებების შეხვედრების მეშვეობით ხორციელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია, ვადღეგრძელოთ ისლანდია, თქვენი საფეხბურთო გუნდის შესანიშნავი თამაშის ხსენების გარეშე. გილოცავთ, ისლანდია და გისურვებთ წარმატებას დღეს საღამოს! და ბოლოს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია სადღეგრძელოს დასრულება საქართველოს ხსენების გარეშე; უნდა ვადღეგრძელო ჩემი უმშვენიერესი ქვეყანა და ასევე, ჩვენი მეგობრობის განახლება EFTA-სთან. გაუმარჯოს ჩვენს ერთობლივ წარმატებულ მომავალს!", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტმა 102 ხმა 10-ის წინააღმდეგ  2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი
დაამტკიცა.
საქართველოს პარლამენტმა 102 ხმა 10-ის წინააღმდეგ  2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.
00:26 / 15.12.2016
ეროვნული
ბანკი ეროვნული ვალუტის ღირებულების მკვეთრ ვარდნას დოლართან და
ევროსთან მიმართებაში   ეხმაურება.
ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ღირებულების მკვეთრ ვარდნას დოლართან და ევროსთან მიმართებაში   ეხმაურება.
15:38 / 01.12.2016
ევროკავშირი საქართველოს მმართველობითი
რეფორმისთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალურ გრანტს
გამოუყოფს
ევროკავშირი საქართველოს მმართველობითი რეფორმისთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალურ გრანტს გამოუყოფს
11:45 / 27.10.2016

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის
კომიტეტმა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა
14:31 / 26.10.2016
ახალი ამბები