კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 6.5%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა
პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაკროეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და ინფლაციის შემცირებული მოლოდინები მიუთითებს საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირების საჭიროებაზე. თუმცა,  წინა პერიოდებში პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ჯერ არ არის სრულად ასახული ეკონომიკაზე, ამიტომ, მიზანშეწონილია, ნორმალიზების პოლიტიკის თანდათანობითი განხორციელება. სხვა თანაბარ პირობებში, არსებული პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ შემდეგი ორი კვარტალის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6 პროცენტამდე შემცირდება.

მათივე ინფორმაციით, არსებული პროგნოზებით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. სექტემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ცვლილებამ 0.1 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის შემცირებას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა, შემცირებული მოლოდინები და საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ჯგუფებზე ფასების კლება განაპირობებს. გარდა ამისა, წლის დასაწყისიდან ინფლაციის მკვეთრი ვარდნა მნიშვნელოვანწილად საბაზო ეფექტით იყო განპირობებული.

საგარეო შოკების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე შესუსტდა. საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის კლების ტემპი თანდათანობით შემცირდა და სექტემბერში ზრდა დაფიქსირდა,  რამაც სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. პოზიტიური ტენდენცია გრძელდება მომსახურების ექსპორტის, კერძოდ კი ტურიზმის დარგში. ტურისტული ვიზიტების მატების შესაბამისად გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც.

მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებისადმი ნდობის ზრდამ გამოიწვია ლარის ცვლად განაკვეთიან სესხებზე მოთხოვნის მატება, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო მონეტარული პოლიტიკის ეკონომიკაზე გადაცემის მექანიზმის გაუმჯობესებას, რაც ერთობლივ მოთხოვნის და ზოგადად ეკონომიკის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაუმჯობესება, არსებული განაკვეთებით მონეტარული პოლიტიკის შერბილების დამატებით ეფექტს ქმნის. შესაბამისად, ამ ეტაპზე ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 14 დეკემბერს გაიმართება.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტმა 102 ხმა 10-ის წინააღმდეგ  2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი
დაამტკიცა.
საქართველოს პარლამენტმა 102 ხმა 10-ის წინააღმდეგ  2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.
00:26 / 15.12.2016
ეროვნული
ბანკი ეროვნული ვალუტის ღირებულების მკვეთრ ვარდნას დოლართან და
ევროსთან მიმართებაში   ეხმაურება.
ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ღირებულების მკვეთრ ვარდნას დოლართან და ევროსთან მიმართებაში   ეხმაურება.
15:38 / 01.12.2016
ევროკავშირი საქართველოს მმართველობითი
რეფორმისთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალურ გრანტს
გამოუყოფს
ევროკავშირი საქართველოს მმართველობითი რეფორმისთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალურ გრანტს გამოუყოფს
11:45 / 27.10.2016
მედიაჰოლდინგ „„ჯორჯიან თაიმსის“
და ”გორბის” ერთობლივი რიგით მე-17 ბიზნეს დაჯილდოება 10 ნოემბერს
გაიმართება.

მედიაჰოლდინგ „„ჯორჯიან თაიმსის“ და ”გორბის” ერთობლივი რიგით მე-17 ბიზნეს დაჯილდოება 10 ნოემბერს გაიმართება.

14:58 / 19.10.2016
ახალი ამბები