კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენები ტრამპს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა

და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, დღეს, საქართველოს მხარდამჭერი წერილით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა. მიმართვას ხელს აწერენ როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კონგრესმენები.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი) და ჯერალდ კონოლის (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) მიერ ინიცირებული წერილი წარმოადგენს საქართველოსადმი აშშ-ის ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო მაგალითს, რომელსაც ხელს აწერენ როგორც აშშ-ის რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი კონგრესმენები.
წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ამასთანავე,კონგრესმენები მოუწოდებენ პრეზიდენტს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისაკენ და ამ მიზნით ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხზე მაღალი დონის დიალოგის გაღრმავებისაკენ. კონგრესმენები ასევე მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს განაგრძოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერა. წერილში ხაზგასმულია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ-ის მხრიდან ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების საჭიროება.

„25 წლის მანძილზე საქართველომ განაგრძო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. საქართველომ ინსტიტუტების გაძლიერების, რეგულაციების შემცირების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საგადასახადო სისტემის გამარტივების გზით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური განვითარებისკუთხით. საქართველოს მიღწევები კიდევ უფრო დასაფასებელია რუსეთის მხრიდან მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე. რუსეთის ჯარი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირება მოახდინა. რუსეთის ჯარი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას, და ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მომიჯნავე ტერიტორიებზე ხშირად არღვევს ადამიანის უფლებებს, ასევეახორციელებსადამიანთა გატაცებას“, - აღნიშნულია წერილში.

„უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, კერძოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. საქართველო აშშ-ის ერთგული და სანდო პარტნიორია, რაც ყველაზე უფრო ნათლად ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ჯარისკაცების მხარდამხარ ბრძოლაში აისახება. ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაშისაქართველო შეიარაღებული ძალების რაოდენობით ერთ-ერთი ყველაზე უფრო მსხვილი კონტრიბუტორია, რასაც მრავალი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. საქართველოს სამხედრო დანახარჯები, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს აღემატება - ზღვარი, რომელსაც ნატო-ს წევრი მხოლოდ ხუთი ქვეყანა თუ აკმაყოფილებს. მოგიწოდებთ, რომ განაგრძოთ აშშ-ის მხარდაჭერა ნატო-ში საქართველოს გასაწევრიანებლად“, - ნათქვამია კონგრესმენების მიერ აშშ-ის პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ წერილში.

„საქართველოს გააჩნია ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო და კავკასიისა და შავი ზღვის ფართო რეგიონით დაინტერესებული აშშ-ის კომპანიებისათვის ბიზნესის წარმოების კუთხით ხელსაყრელ გარემოს წარმოადგენს. შედეგად, აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობა ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2016 წელს აშშ-მა საქართველოში 324 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის გასაფორმებლად საჭირო მოლაპარაკებების დაჩქარება უზრუნველყოს. აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში მიმდინარე მაღალი დონის დიალოგმა უნდა ნათლად განსაზღვროს ის ვალდებულებები, რომელიც საჭიროა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებების საწარმოებლად.ამგვარი სახის შეთანხმება სასარგებლო იქნება აშშ-ის, საქართველოსა და მთლიანად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის“, - აღნიშნულია კონგრესმენების წერილში.

„25 წელზე მეტია, რაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და სტრატეგიული პარტნიორია. 2016 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხაზგასმით ასახელებს აშშ-ს როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და მოკავშირეს. 2016 წლის სექტემბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ჯერალდ კონოლისა და ტედ პოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს“, - ნათქვამია წერილში.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ორპარტიულ ვალდებულებას მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მოვუწოდებთ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ გააძლიეროს საქართველოსთან არსებული სტრატეგიული ურთიერთობები. უმნიშვნელოვანესია, რომ აშშ-მა გააგზავნოს ძლიერი გზავნილი, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, ისევე როგორც ეს ქართველმა ხალხმა გააკეთა ჩვენთვის“, - აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ აშშ-ის რესპუბლიკელ და დემოკრატ კონგრესმენთა ერთობლივ წერილში.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ვებგვერდზე  ევროკავშირის
საზღვარზე გადაადგილების შესახებ მოკლე ინფორმაცის აქვეყნებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ვებგვერდზე  ევროკავშირის საზღვარზე გადაადგილების შესახებ მოკლე ინფორმაცის აქვეყნებს.
16:29 / 02.02.2017
ახალი ამბები