კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ისტორია
სტუდია "მაესტრო" შეიქმნა 1995 წლის თებერვალში. ის ეთერში გადიოდა სახელმწიფო ტელევიზიის I და II არხებზე სხვადასხვა გასართობი გადაცემებით. 2001 წელს "მაესტრომ" ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" ეთერში პირველად საქართველოში შექმნა მუსიკალურ-გასართობი არხი. შემდეგ კი მოღვაწეობა გააგრძელა ტელეკომპანია "ევრიკაზე". სტუდია "მაესტროს" განხორციელებული აქვს 50-ზე მეტი სხვადასხვა პროექტი, რამდენიმე სატელევიზიო თამაში და ლატარეა. "მაესტრო" ყოველთვის ითვლებოდა ნოვატორ სტუდიად. მან პირველმა საქართველოში შექმნა იუმორისტულ-სატირული გადაცემა "პა-სეანსი", ასევე პირველმა გააკეთა მუსიკალურ-გასართობი არხი და პირველმა შესთავაზა მაყურებელს საქართველოს ისტორიაში პირველი რეალური შოუ "ამტანი". სტუდია "მაესტროს" მოღვაწეობის ახალი არეალი "მაესტრო" ეთერში გადის გაფართოებული მაუწყებლობით. მისი პროგრამები ვრცელდება საკაბელო ქსელის მეშვეობით თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, აგრეთვე რამდენიმე სხვა რაიონში. მაუწყებლობის არეალის გაზრდამ "მაესტროს" გადააწყვეტინა ახალი კონცეფციის შექმნა. იმისათვის, რომ მაყურებლისთვის, რეკლამის დამკვეთისთვის, მომხმარებლისთვის უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი გამხდარიყო "მაესტროსთან" ურთიერთობა, გაიზარდა მომსახურეობის სახეები, მზადების პროცესშია ახალი გადაცემები.

სტუდია "მაესტროს" გავრცელების არეალი AGB – ს (დღესდღეობით ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს იკვლევს) კვლევის მონაცემების მიხედვით, ოფიციალურად, თბილისის მოსახლეობის 50% იყენებს საკაბელო ქსელის მომსახურებას (დაახლოებით 550 000 მაყურებელი) მონაცემები მნიშვნელოვნად შემცირებულია, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი (25-30%) არაოფიციალურად არის ჩართული ამა თუ იმ საკაბელო ქსელში. ჯამში მაყურებელთა რაოდენობა დაახლოებით 880 000–ს შეადგენს. ამავე კომპანიის მონაცემებითვე დიდ ქალაქებში (ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, რუსთავი) და მათ მიმდებარე რაიონებში მოსახლეობის 45%-ს აქვს საკაბელო ქსელი (დაახლოებით 665 000 ადამიანი) "მაესტროს" მაუწყებლობა ასევე ვრცელდება AGB–ს კვლევებში ვერმოხვედრილ სამტრედიის, ხაშურის, ახალციხის, ხობის, ოზურგეთის, ჭიათურის, ახმეტის, თელავის, სენაკის, დუშეთის რაიონის მოსახლეობაში. თუ ჩავთვლით, რომ აღნიშნულ რაიონებში ოფიციალურად დაახლოებით 45% უყურებს ტელეგადაცემებს საკაბელო ქსელის საშუალებით, აღნიშნულ ციფრებს დაემატება 600 000-მდე მაყურებელი, ჯამში დაახლოებით 2 315 000 მაყურებელი. "ევრიკის" არხზე მაუწყებლობის დროს "მაესტროს" 1 100 000-მდე მაყურებელი ჰყავდა.

სტუდია "მაესტროს" ახალი მაუწყებლობა 2007 წლის ნოემბერში “მაესტრომ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ოფიციალურად მიმართა ლიცენზიის მოდიფიცირების ან ახალი ლიცენზიის მინიჭების მოთხოვნით. საქართველოში მიმდინარე მოვლენების გაშუქების მიზნით “მაესტრო” შემეცნებით-გასართობი ლიცენზიის ნაცვლად, მაუწყებლობის შესახებ არსებული კანონის გათვალისწინებით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ (საერთო) ლიცენზიას ითხოვდა. ამ პერიოდში “მაესტროს” ეთერში რამდენიმე ახალი გადაცემა გაჩნდა: "პროფესია ჟურნალისტი", "უკომენტაროდ" და "გამოკითხვა". კომისიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება ხუთი თვის განმავლობაში ჭიანურდებოდა. მაშინ, როდესაც ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას არათუ ერთ თვეში უნდა მოეხდინა რეაგირება მოთხოვნაზე, არამედ, "მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის" 45-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, შეეძლო მაუწყებლობის სახეობის შეცვლა მოდიფიცირების გზით. 2008 წლის 14 მარტიდან სტუდია "მაესტროს" ეთერში გაჩერდა გადაცემები "პროფესია ჟურნალისტი", "უკომენტროდ" და "გამოკითხვა". ამის მიზეზი გახდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოგზავნილი გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ეს გადაცემები არ თავსდება სტუდია "მაესტროს" ლიცენზიის ფორმატში. სტუდია "მაესტრომ" გაფრთხილების მიღებისთანავე შეწყვიტა ზემოთ ხსენებული გადაცემების ეთერში გაშვება, რათა წინააღმდეგობა არ გაეწია კომისიის გადაწყვეტილებისთვის. თუმცა, მიმდინარე წლის 4 აპრილს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უარი განაცხადა სტუდია "მაესტროსთვის" ახალი ლიცენზიის გაცემაზე. 2008 წლის ოქტომბრის დასაწყისში საპარლამენტო ოპოზიციის, კერძოდ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე პარლამენტში ინიციატივით გამოვიდა "მაესტროსთვის" ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე. პარლამენტის გადაწყვეტილებით და "პოლიტიკური ნების" გამოსახატად ტელეკომანია "მაესტროს" საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დამზადების და გაშუქების უფლება მიეცა. 2008 წლის 2 დეკემბრიდან 8 თვიანი პაუზის შემდეგ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განახლდა გადაცემა "პროფესია ჟურნალისტი", "გამოკითხვა" და "უკომენტაროდ".
სტუდია "მაესტროს" საპროტესტო აქციები სიტყვის თავისუფლების მოთხოვნით სტუდია “მაესტრომ” გადაწყვიტა საპროტესტო ფორმებისთვის მიემართა. პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი გზა სატელევიზიო არეალის გამოყენება გახდა. პირველად საქართველოში, მაყურებელი სატელევიზიო გამოსახულებას გადაცემაში "პროფესია ჟურნალისტი" უჩვეული საშუალებით იღებდა. გადაცემის წამყვანების და სტუმრების დიალოგი კლასიკური მუსიკის ფონზე გადიოდა. აუდიო ვერსია კი რადიო "უცნობის" პირდაპირ ეთერში და ინტერნეტში გადაიცემოდა. პროტესტის ამ ფორმას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა ქვეყნის ტელეკომპანიების მხრიდან. სატელევიზიო პროტესტის პარალელურად აქციები ჯერ პარლამენტის შენობის წინ, შემდეგ კი სიხშირეების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობასთანაც მიმდინარეობდა. ე.წ. "პირაკრულთა" მდუმარე აქციებში (ერთადერთი მოთხოვნით – თავისუფლება სიტყვას) მონაწილეობას ყველა ის ჟურნალისტი იღებდა ვინც თვლიდა, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება ირღვეოდა.

საკაბელო ტელეკომპანია ,,მაესტროს“ საქმე N ნაწყვეტი საქართველოს სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის მოხსენებიდან (გვ.104-106)2007 წლის 23 თებერვალს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, #104/1 გადაწყვეტილებით, შპს ,,სტუდია მაესტროს“ მიანიჭა #B87 სამაუწყებლო ლიცენზია საკაბელო ტელემაუწყებლობისათვის. სტუდია ,,მაესტროსათვის“მინიჭებული ლიცენზიის სახეობა წარმოადგენდა სპეციალურს, რაც გულისხმობს შემეცნებითი, მუსიკალური და გასართობი თემატიკის პროგრამებით მაუწყებლობას. ტელეკომპანიის მაუწყებლობის ზონას წარმოადგენს ქალაქი თბილისი. 2007 წლის 28 ნოემბერს გაითიშა ,,მაესტროს“ სამაუწყებლო სიგნალი. როგორც ტელეკომპანია ,,მაესტროს“ ხელმძღვანელმა მამუკა ღლონტმა ტელეკომპანია ,,კავკასიის“ ეთერში განაცხადა, მას დაუკავშირდა პიროვნება, რომლის ვინაობა მას არ დაუსახელებია, და მოსთხოვა თოქ–შოუ ,,პროფესია ჟურნალისტის“ სამაუწყებლო ბადიდან ამოღება. აღნიშნული გადაცემა უნდა წაეყვანათ ცნობილ ჟურნალისტებს: ალექსანდრე ელისაშვილს, თამარ ჩიქოვანს, ია ანთაძეს და ზვიად ქორიძეს. პირველი გადაცემის თემას წარმოადგენდა არჩევნები. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი–2–ის“ ეთერში ტელეკომპანიის გათიშვა ტექნიკური პრობლემებით ახსნა. გიორგი არველაძემ განმარტა, რომ ,,მაესტროს“ ეთერში მხოლოდ მუსიკალური, გასართობი და შემეცნებითი გადაცემების ჩვენება შეეძლო. ტელეკომპანიას არ შეეძლო სახეობის შეცვლა. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება / 2007 წლის II ნახევარი 105 ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მამუკა ღლონტის განმარტებით, 2007 წლის 29 ნოემბერს ,,მაესტრომ“ მაუწყებლობის განახლება მხოლოდ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ბურჯანაძის ჩარევის შედეგად შეძლო. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლობის სახეობის შეცვლა შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირების გზით. ეს უკანასკნელი ნიშნავს „საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების შესაბამისად ან/და კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას“ (,,მაუწყებლობის შესახებ“კანონის მე–2 მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტი). 

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს მაუწყებლობის ლიცენზიის ორ სახეობას: საერთო და სპეციალიზირებულ ლიცენზიას. საერთო მაუწყებლობა ნიშნავს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებით მაუწყებლობას (,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე–2 მუხლის ,,ჯ“ ქვეპუნქტი). პეციალიზირებული მაუწყებლობა ნიშნავს 1 თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობას (,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე–2 მუხლის ჰ8 ქვეპუნქტი). ამგვარად, იმისათვის,
რომ მაუწყებელს ჰქონდეს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის ეთერში გაშვების უფლება, იგი უნდა ფლობდეს საერთო სახეობის მაუწყებლობის ლიცენზიას. რა ხდება მაშინ, როდესაც მხოლოდ სპეციალიზირებული სახეობის ლიცენზიის მფლობელის სამაუწყებლო ბადეში აღმოჩნდება ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის პროგრამები. წარმოადგენს თუ არა აღნიშნული გარემოება ლიცენზიის მფლობელის მიმართ სანქციის, მათ შორის ლიცენზიის ჩამორთმევის საფუძველს? ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის თანახმად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველს წარმოადგენს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის პრიორიტეტებში ცვლილებების შეტანა. თავად ლიცენზიის მოდიფიცირების პროცედურა იწყება ლიცენზიის მფლობელის ან თვითონ კომისიის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე განცხადება განიხილება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ დაუშვებელია ლიცენზიის სახის არსებითი შეცვლა (,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის მე–3 პუნქტი). ამ მუხლში საუბარია ლიცენზიის სახეზე და არა სახეობაზე. სახეობის შეცვლა სწორედ მოდიფიცირების და არა ახალი ლიცენზიის გაცემის გზით ხდება. თუკი თვალს გადავავლებთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრაქტიკას, დავრწმუნდებით, რომ მოდიფიცირებისათვის უ4321 .აჭირო არ ხდება ლიცენზიის მფლობელის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვა. თუკი კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლის პროგრამების მონიტორინგის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ აღნიშნული პროგრამები არ შეესაბამება ლიცენზიით გათვალისწინებულ სახეობას, კომისია თავად იღებს გადაწყვეტილებას მოდიფიცირების თაობაზე. ამგვარი პრაქტიკის ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება / 2007 წლის II ნახევარი 106 კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის 43/2 გადაწყვეტილება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: ,,წარმოდგენილი წერილების შესწავლისა და მაუწყებლის მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგის შედეგად ირკვევა: შპს ,,პირველი სტერეოს“ მაუწყებლობა, მიუხედავად, #325 ლიცენზიაში დაფიქსირებული საერთო მაუწყებლობისა, არსებული ჩანაწერებისა და სამაუწყებლო ბადის შესაბამისად, შედგება მხოლოდ მუსიკალური და გასართობი პროგრამებისაგან. ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, ერთი თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა, სპეციალიზებული მაუწყებლობაა. კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ,,პირველი სტერეოს“ #325 ლიცენზიის მოდიფიცირება და ლიცენზიის სახეობად სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობის განსაზღვრა.“ ტელეკომპანია ,,პირველი სტერეოს“ სამაუწყებლო ბადე მისი ეთერში გასვლის დღიდან დატვირთულია მუსიკალური პროგრამებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტელეკომპანიას ჰქონდა საერთო მაუწყებლობის ლიცენზია, მას არასოდეს შეუთავაზებია მაყურებლისათვის ახალი ამბები და საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის პროგრამები. ეს გარემოება არასოდეს გამხდარა ,,პირველი სტერეოსათვის“ ლიცენზიის ჩამორთმევის ან სხვა სანქციის დაკისრების საფუძველი. 

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ იხელმძღვანელა რა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 45–ე მუხლით, რომელმაც განსაზღვრა სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძვლები, მიიჩნია, რომ პირველი სტერეოს მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში განხორციელებული ცვლილებები, აღნიშნული მაუწყებლის განცხადების არარსებობის მიუხედავად, წარმოადგენდა ,,პირველი სტერეოს“ საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–4 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. თუკი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომპანია ,,მაესტროს“ მონიტორინგის შედეგად ჩათვლიდა, რომ პროგრამა ,,პროფესია ჟურნალისტი“ მიეკუთვნებოდა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ თემატიკას, მას, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, უნდა გაეთვალისწინებინა იდენტური შემთხვევა ,,პირველ სტერეოსთან“ დაკავშირებით. შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიას თავი უნდა შეეკავებინა ,,მაესტროს“ მიმართ სანქციების გამოყენებისაგან. ამის სანაცვლოდ, ,,მაესტროს“ დასაბუთებული მოთხოვნის მიუხედავად, თავისი ინიციატივით უნდა მიეღო გადაწყვეტილება ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე. სტუდია “მაესტროს” სასამართლო პროცესები სამართლიანობის დაცვის და აღდგენის მიზნით სტუდია “მაესტრომ” საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა. პირველი მოსმენა 26 ივნისისთვის დაინიშნა, თუმცა პროცესი 14 ივლისისთვის გადაიდო. აღნიშნულ დღეს კი მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო პროცესი 10 სექტემბრისთვის იქნა გადატანილი. მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა იმ მიზეზით, რომ ორი წარმომადგენელი, რომელიც მარეგულირებელი კომისიის ინტერესებს იცავს, მივლინებით გაემგზავრა ბათუმში, სხვა სასამართლო პროცესის მასალების გასაცნობად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს თარიღი წინასწარ იყო შეთანხმებული ორივე მხარესთან. 10 სექტემბერს სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ 29 სექტემბრისთვის იქნა გადატანილი, საბოლოოდ კი სასამართლომ არ დააკმაყოფილა სტუდია `მაესტროს~ სარჩელი.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები