კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი 16 °C
img
ბათუმი 16 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
დუშეთი 15 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
3.1102
Down
GBP
GBP
3.5275
Down
RUB
RUB
4.3044
Down
TRY
TRY
0.4580
Down
USD
USD
2.7802
Down
პოლიტიკა
თეთრი სახლი - არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია
30 ოქტომბრის არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია.

ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებაში.

“აშშ ულოცავს საქართველოს მოსახლეობას გუშინდელი საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია. აღვნიშნავთ, რომ ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა როგორც 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები, ისე 30 ოქტომბერს გამართული მეორე ტური როგორც კონკურენტული და ადმინისტრირებული კანდიდატებისა და ამომრჩევლების უფლებების პატივისცემით”, - აღნიშნლია თეთრი სახლის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამს ძალადობისა და დაშინების ცალკეული ინციდენტების გამო და ხელისუფლებას მათი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

“სხვადასხვა სპექტრის პოლიტიკურმა ლიდერებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი მხარდამჭერებისადმი საარჩევნო პერიოდში თავშკავებულობისკენ მოწოდებებით, ამგვარად ქართველმა ამომრჩეველმა შეძლო თავისუფლად გაეკეთებინა თავისი არჩევანი.

ამის მიუხედავად, ჩვენ შეშფოთებული ვართ ძალადობისა და დაშინების ცალკეული ინციდენტების გამო და მოვუწოდებთ ანგარიშვალდებულებისკენ, ასევე, კანონის უზენაესობის შესაბამისად, დეტალური და დაბალანსებული გამოძიებისკენ. მოვუწოდებთ ყველა პარტიის პოლიტიკურ ლიდერებს, იმუშაონ ერთად ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, მათ შორის დემოკრატიული კონსოლიდაციის, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების. მზად ვართ, ვიმუშაოთ ახალ მთავრობასთან და პარლამენტთან საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიორიული მთლიანობის, ასევე მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად”, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები