კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება: 4 წლის განმავლობაში ორმხრივი ნორმალიზაციის შედეგები ოპტიმისტურია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებთ განცხადებას ავრცელებს.
“ხაზი გაესვა, რომ რუსეთსა და საქართველოში ბოლო დროს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორივე მხარე დაინტერესებულია, გააგრძელოს რუსულ-ქართული კავშირების კონკრეტულ საკითხებში დიალოგი იმ სფეროებში, სადაც პროგრესი შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში - ვაჭრობა, ტრანსპორტი, კულტურულ-ჰუმანიტარული სფერო”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამასთან, რუსული მხარე აღნიშნავს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ორმხრივი ნორმალიზაციის შედეგები ოპტიმისტურია.

“2016 წლის სამი კვარტლის შედეგად ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის ზრდამ 17 % შეადგინა. რუსეთი კვლავ რჩება რიგით მეორე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად საქართველოსთვის და მისი ღვინის პროდუქციის რეალიზაციის მთავარ ბაზრად - მიმდინარე წელს რუსეთში ქართული ღვინის მიწოდება 36  %-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ნოემბერში თბილისში დაგეგმილი რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით ხელს შუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას. მხარეებმა აღნიშნეს რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო და საავტომობილო გადაზიდვების ზრდის გაგრძელება. მგზავრთა ნაკადის ორმხრივმა ბრუნვამ მიმდინარე წელს 400 ათასს ადამიანს გადააჭარბა. ამ ფონზე წარმატებით ვითარდება ორი ქვეყნის სატრანპოსრტო ხელისუფლებების პრაქტიკული ურთიერთობა”, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მუშაობა გაგრძელდება.

“კერძოდ, რუსეთის მთავრობაში განიხილება ქართული ავიახაზების საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი. საქართველოში რუსეთის ვიზებზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალი რჩება. ამავე დროს, ეს ქვეყანა მიმდინარე წელს რუსეთიდან ტურისტების რეკორდულ რაოდენობას მიიღებს, 1 მილიონზე მეტ ადამიანს”, - აღნიშნავს საგარეო უწყება.

განცხადებაში საუბარია კულტურის სფეროში ურთიერთობების განვითარებაზეც, მათ შორის ქართველი კინემატოგრაფისტების ფესტივალებში მონაწილეობაზე, თეატრალური კოლექტივების რუსეთში გასტროლებზე. რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთის სახელმწიფო კინოფონდმა ქართული კინოსტუდიის მიერ გადაღებული ფილმების ორიგინალების ქართული მხარისთვის გადაცემა დაიწყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პრაღაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გააგრძელონ ორმხრივი ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზების პრაგმატული კურსი.

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა 2017 წლის დასაწყისში გაიმართება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები