კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო საქართველოს კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ არჩევნებს ულოცავს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო  საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ არჩევნებს, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამინის უფლებათა ოფისის შეფასებით ზოგადად ძირითადი  თავისუფლებების დაცვით ჩატარდა 8 ოქტომბერს.

"აგრეთვე აღვნიშნავთ, რომ არჩევნები მინდინარეობდა წესრიგის დაცვით, მაგრამ ვწუხვართ, რომ დაძაბულობამ იმატა დღის განმავლობაში და ადგილი ჰქონდა რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს საარჩევნო უბნებში.  მტკიცედ ვგმობთ ძალადობისა და დაშინების ცალკეულ შემთხვევას და მოვუწოდებთ ყველა ამ ინციდენტის სრული და   დაბალანსირებული გამოძიებისკენ კანონის უზენაესობის დაცვით",-ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადების მიხედვით, ეს არჩევნები პირველი ნაბიჯია იმ პროცესში, რომელიც მოიცავს განმეორებით კენჭისყრას.

"მოვუწოდებთ ყველა პარტიასა და მათ მხარდამჭერებს, წყნარი და მშვიდობიანი გზით მიუდგნენ ამ არჩევნებს და გადაჭრან არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ჩვენ გავაგრძელებთ პროცესის მონიტორინგს, შესაბამისად დავაკვირდებით მომავალ საარჩევნო კამპანიასა  და განმეორებით კენჭისყრას",-ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები