კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
პოლიტიკა
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე
სადამკვირვებლო მისია საარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შესახებ პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ 8 ივნისს, კამპანიის ღონისძიებები შეზღუდული და მცირემასშტაბიანი იყო; დაფიქსირდა ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, როგორებიცაა შეტაკება კამპანიის თანამშრომელბს შორის, ასევე პარტიის ოფისების და საარჩევნო მასალების დაზიანება.

”ჯერჯერობით ”ქართული ოცნება” და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე მეტად ცნობადი პარტიებია. მასმედიაში ამ ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის მუდმივი სიტყვიერი დაპირისპირებები ფიქსირდება. წინასაარჩევნო პერიოდში რეგულარული ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნა არსებობს და სახელმწიფო აუდიტის სამსახური თვალყურს ადევნებს, თუ რამდენად არის დაკმაყოფილებული პარტიის და კამპანიის დაფინანსების რეგულაციები, ასევე ის პოტენციურ დარღვევებსაც იძიებს. ბოლოდროინდელი ცვლილებებით, ნაწილობრივ არის დაკმაყოფილებული მთელი რიგი რეკომენდაციებისა, რომლებიც ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) მიერ იყო გაცემული.

მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მედიის თავისუფლებას უზრუნველყოფს, მაგრამ ჯერ კიდევ სახეზეა ინციდენტები ზოგიერთ მედიასაშუალებასთან დაკავშირებით. საარჩევნო კოდექსში ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით უფასო საეთერო დრო შემცირდა, რომელიც კვალიფიციური სუბიექტებისთვის იყო გამოყოფილი საზოგადოებრივ და კერძო მაუწყებლებზე, რაც მთელი რიგი პოლიტიკური პარტიებისთვის შეშფოთების საგანი გახდა”, - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირებლო მისიამ მუშაობა 30 აგვისტოს დაიწყო.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირებლო მისიის ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა მინისტრს, ცესკოს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, ასევე ეუთოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირებლო მისიამ ასევე კონტაქტები დაამყარა პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მასმედიის წარმომადგენლებსა და არჩევნებში მონაწილე სხვა მხარეებთან.

”ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აპირებს დელეგატების გამოგზავნას, რათა კენჭისყრის დღეს დააკვირდნენ. იგნასიო სანჩეს ამორი ეუთოს თავმჯდომარემ სპეციალურ კოორდინატორად და ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დანიშნა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირებლო მისიამ ბრიფინგები გამართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციებისთვის.

კენჭისყრის დღეს დაკვირვება ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხდება”, - ნათქვამია შუალედურ ანგარიშში.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები