კალენდარი
«« აპრილი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 5 °C
img
ბათუმი 10 °C
img
თელავი 5 °C
img
ქუთაისი 7 °C
img
სოხუმი 8 °C
img
დუშეთი 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
3.4134
Down
GBP
GBP
3.8782
Down
RUB
RUB
4.1072
Down
TRY
TRY
0.4701
Down
USD
USD
3.1576
Down
პოლიტიკა
"მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან"
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ამ დროის მონაცემებით საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

იტალიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს და იტალიაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრებსაც აქვეყნებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ქ.პერუჯას მახლობლად მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო (ეპიცენტრით ქალაქები : ასკოლი, ამატრიჩე, აკუმოლი, რიეტი), რასაც ამ დროის მონაცემებით, ემსხვერპლა 10-მდე, ხოლო დაშავდა 100-მდე ადამიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, იტალიის მთავრობას და მოსახლეობას.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

იტალიაში საქართველოს საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას.

იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +39 333 887 91 23.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 - სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე, (+995) 577 98 40 20 - 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები