კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
პოლიტიკა
პრემიერმა თბილისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა  თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.

გლდანში, მე-20 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ვეტერანების საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი კობა კობალაძე.

გლდანში, 21-ე ოლქში, ,,ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

გლდანში, 22-ე ოლქში,  კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ იქნება ექიმი, ბიზნესმენი ლევან კობერიძე.

დიდუბეში, მე-15 ოლქში, მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს  დეპუტატი, მსახიობი  ზაზა პაპუაშვილი.

დიდუბეში, მე-16 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება  ილია წულაია, ბიზნესმენი.

ვაკეში, მე-2 ოლქში, ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება   ბიძინა გეგიძე.

ვაკეში, მე-3 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს იყრის მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი.

ისანში, მე-8 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატია თბილისის საკრებულოს წევრი, ვეტერანი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე.

ისანში, მე-9 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატად წადგენილია ბიზნესმენი დავით ჭიჭინაძე.

ისანში, მე-10 ოლქში, მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს ბექა ნაცვლიშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი.

კრწანისში, მე-7 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება ბექა ოდიშარია, საქართველოში ლატვიის საპატიო კონსული.

ნაძალადევში, მე-17 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატია  იურისტი სოფო კილაძე.

ნაძალადევში, მე-18 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი.

ნაძალადევში, მე-19 ოლქში, კანდიდატად დასახელებულია ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია.

საბურთალოზე, მე-4 ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის იბრძოლებს მამუკა მდინარაძე. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი.

საბურთალოზე, მე-5 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“  იქნება ნინო გოგუაძე, ემორის უნივერსისტეტის სამართლის სკოლის მაგისტრი.

საბურთალოზე, მე-6 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატია თბილისის საკრებულოს წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

სამგორში, მე-11 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ინტელექტუალურ კლუბ „რა? სად? როდის?“ პროდიუსერი და წამყვანი გიორგი მოსიძე.

სამგორში, მე-12 ოლქში, მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს  მარიამ ჯაში, სოლდარობის ფონდის ხელმძღვანელი.

სამგორში, მე-13 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება დეპუტატი შოთა  ხაბარელი.

ჩუღურეთში, მე-14 ოლქში, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებულია დეპუტატი გია ვოლსკი.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები