კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ჩემს განცხადებაზე პროკურატურის რეაგირება იყო ადეკვატური

საქართველოს პრეზიდენტი ოჯახის წევრზე ზეწოლასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პროკურატურის რეაგირებით კმაყოფილია.

საქართველოს პრეზიდენტი ოჯახის წევრზე ზეწოლასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პროკურატურის რეაგირებით კმაყოფილია.

ამის შესახებ პრეზიდენტმა „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „ღამის კონტაქტში“ განაცხადა.

„რეაგირება იყო ადეკვატური, რადგან პროკურატურამ დაიწყო მოკვლევა. მაგრამ რეალურად ამ განცხადების მიზეზი იყო ის თემა, რაზეც მანამდეც ვისაუბრე. მე საზოგადოებას მოვახსენე, რომ ეს არ იყო იმ დღეს მომხდარ შემთხვევაზე სპონტანური განცხადება. როდესაც მე დავინახე სწორედ პაპუაშვილთან საუბრისას, რომ ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი აკეთებს განცხადებებს და ამ განცხადებებს არ მოყვება შედეგი, როდესაც დავინახე, რომ მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება კორცხელის ინციდენტთან მიმართებაში და ამაზე შედეგის მაგივრად მივიღე ამ თემაზე პოლიტიკური პაექრობა, ბუნებრივია, მე მჭირდებოდა სერიოზული არგუმენტები, რომ ბოლოს და ბოლოს ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება დაწყებულიყო და მომხდარიყო ადეკვატური რეაგირება... მე რეალობის წინაშე დავაყენე სტრუქტურები და აქტუალიზაცია გავაკეთე რეალური თემით, რომელშიც ჩანს, რომ იყო გარკვეული გადაცდომები. ამ გადაცდომების უკან რა დგას და როგორ კეთდება ეს ყველაფერი, სხვა თემაა, მაგრამ მიზანი იყო ის, რომ პროკურატურას ბოლოს და ბოლოს გაეკეთებინა ადეკვატრი რეაგირება, რომ არ მიგვეღო ის, რაც თავის დროზე მივიღეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. აქედან გამომდინარე, მე მოვახდინე ამ თემის აქტუალიზება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. რაც მთავარია გამოძიება მიმდინარეობს იმ განცხადებებზე, რომელიც გაკეთდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში და ეს არის სწორი. უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება და უნდა მიმდინარეობდეს ადეკვატური გამოძიება“, - განაცხადა  პრეზიდენტმა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები