კალენდარი
«« აგვისტო 2019 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
თბილისი 20 °C
img
ბათუმი 22 °C
img
თელავი 22 °C
img
ქუთაისი 21 °C
img
სოხუმი 22 °C
img
დუშეთი 20 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
3.2395
Down
GBP
GBP
3.5561
Down
RUB
RUB
4.4227
Down
TRY
TRY
0.5265
Down
USD
USD
2.9232
Down
პოლიტიკა
პრეზიდენტი: რუსეთს ხმამაღალ, მჭახე განცხადებებს კი არ ვუპირისპირებთ, არამედ ვთავაზობთ საუბარს
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რაციონალური და მშვიდი პოლიტიკა

არის ერთადერთი პოლიტიკა, რომლითაც ქართული მხარე მეზობელ ბირთვულ სახელმწიფოს უნდა ესაუბროს.

ამის შესახებ მარგველაშვილმა „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „ღამის კონტაქტში“ განაცხადა.

მისი თქმით,  ქართული მხარე რუსეთს მჭახე განცხადებების ნაცვლად, საუბარს სთავაზობს.

პრეზიდენტის განცხადებით,, ეს არის პოლიტიკა, რომლითაც ოკუპირებული ტერიტორიებისა და იქ მცხოვრები მოქალაქეების დაბრუნებას შეძლებს საქართველო.

"ჩვენ რუსეთს კი არ ვუპირისპირებთ ხმამაღალ, მჭახე განცხადებებს, არამედ რუსეთს ვთავაზობთ საუბარს. საუბარს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ვთავაზობთ ფორმატებს, რომლიდან გამომდინარეც, ეს ისტორიული აბსურდი, რომელიც ჩადენილია საქართველოს მიმართ, უნდა გამოსწორდეს. არავის უთქვამს, რომ ეს იქნება ერთ დღეში, ან ორ დღეში, ან ასეთი რაციონალური და მშვიდი პოლიტიკა ნაყოფს გამოიღებს დღეებში და თვეებში, მაგრამ ეს არის ერთადერთი პოლიტიკა, რომლითაც შენ უნდა ელაპარაკო შენს მეზობელ ბირთვულ სახელმწიფოს და მეტიც, ეს არის რეალურად ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც შეგვაძლებინებს ჩვენ არა მარტო ოკუპირებული რეგიონების დაბრუნებას, არამედ ჩვენი მოქალაქეების დაბურნებას, რომლებიც ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს პირველი პირების შეხვედრის ალბათობას, მარგველაშვილის თქმით, საქართველო ასეთი შეხვედრის მომზადებისთვის მზად არის.

"საქართველო უნდა წავიდეს მომზადებულ შეხვედრაზე. შეხვედრა უბრალოდ შეხვედრისთვის და შეხვედრა, რომელსაც არ ექნება კონკრეტული დღის წესრიგი, თავისთავად არაფერ ღირებულს არ წარმოადგენს.

ბუნებრივია, ჩვენ ასეთი შეხვედრის მომზადებისთვის მზად ვართ და თუ იქნება ამის პოლიტიკური ნება და ეს პოლიტიკური ნება მარტო საქართველოში ვერ წარმოიქმნება. ეს უნდა წარმოიქმნას საქართველოშიც და რუსეთშიც. თუ იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან იმ რეალობის გააზრება, რომ საქართველოს ოკუპაციით არცერთი რუსული პრობლემა არ წყდება, არამედ პირიქით, რუსეთს, როგორც დიდ მოთამაშეს მსოფლიო პოლიტიკაში ამით მხოლოდ ქულები აკლდება. თუ იქნება იმის გააზრება, რომ საქართველო რუსეთისთვის მტერი არ არის, არამედ საქართველო თავის სუვერენიტეტის დაცვის პირობებში არის კეთილმეზობლობისკენ განწყობილი, ამ გააზრების ფონზე, შესაბამისი უწყებების ფონზე, ბუნებრივია, ასეთ შეხვედრას ექნება აზრი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები