კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
პოლიტიკა
პრემიერმა "ქართული ოცნების" ახალი წევრები წარადგინა

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე,

გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას მომავალი საპარლამენტო გუნდის ახალიშემადგენლობა წარუდგინა.

ღონისძიებას, რომელიც საგურამოში, ილია ჭავჭააძის სახლ-მუზეუმში გაიმართა,   მთავრობის წევრები, დეპუტატები,  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განახლებული გუნდის შემადგენლობაში  თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო  ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე არიან.

1. თამარ ჩუგოშვილი - მას იცნობს ჩვენი საზოგადოება როგორც გამოცდილ იურისტსა და შეუპოვარ უფლებადამცველს. თამარი გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის  მაგისტრის ხარისხის მფლობელი, არის მრავალი ნაშრომის ავტორი. 2013-14 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. ამავე პერიოდში იყო მთავრობის ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მისი დამსახურება და თავდაუზოგავი შრომა, რომელიც მან გასწია თომას ჰამერბერგთან ერთად,  და დღეს მისი წყალობით ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორისაც კი.

2. გიორგი გახარია - ის არის ლომონოსოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, აქვს ბიზნესის მართვის მაგისტრისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. გიორგი არის ფართო განათლების ადამიანი, გამოირჩევა პრინციპულობით, ლიდერის თვისებებით. გიორგი გახლავთ ბიზნესომბუცმენი და ის, რომ მან ბიზნესის წამომადგენლებთან მოახერხა სრულიად განსხვავებული, თანამშრომლობაზე ორიენტირებული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ  მისი შემოსვლა ჩვენს რიგებში დიდი შენაძენია არა მარტო ქართული ოცნებისთვის, არამედ მთლიანად ქართული პოლიტიკისთვისაც.

3. ირაკლი კობახიძე - ირაკლის უკვე ყველა კარგად იცნობს. ის ჩვენი პარტიის აღმასრულებელი მდივანია. ირაკლის იურიდიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიაში. 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დიუსელდორფის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში ექსპერტად და პროექტების მენეჯერად, ასევე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში. ირაკლი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

4. აკაკი ზოიძე - გახლავთ კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საერთაშორისო და სახელმწიფო მართვის მიმართულებით. აქვს საჯარო სამსახურის  7 წლიანი გამოცდილება. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის და აზიის 15 ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესში როგორც   მსოფლიო ბანკის, გაეროს, ევროგაერთიანების და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ექსპერტს. ბატონი აკაკი წარმატებულია თავის საქმეში და, დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც.

5. არჩილ თალაკვაძე - არჩილსაც, ვფიქრობ, არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. არჩილი არის მენეჯმენტის სპეციალისტი, სწავლობდა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში და GIPA-ში. მუშაობდა USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში, შემდგომ, 2 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სამინისტროში, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეფორმებში. ამჟამად გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რასაც წარმატებით ართმევს თავს. არჩილმა გადაწყვიტა, რომ შემოუერთდეს ჩვენს საპარლამენტო გუნდს და უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში.

6. თამარ ხულორდავა - გახლავთ სამართალმცოდნე, ამჟამად  არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე. თამარი წლების განმავლობაში მუშაობდა ევროკავშირის წარმომადგენლობაში კანონის უზენაესობის პროგრამების მენეჯერად. ის იყო ამერიკის იურისტთა ასოციაციის იურისტი. მისი, როგორც იურისტისა და მენეჯერის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის გამოცდილება ნამდვილად წაადგება ჩვენს გუნდს.

7. ირინა ფრუიძე - იგი პროფესიით ფსიქოლოგი და ექიმია. მას ყველა იცნობს როგორც ,,რა, სად, როდის“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კაპიტანს.  და, დარწმუნებული ვარ, მისი ინტელექტიც და პროფესიაც ერთნაირად გამოგვადგება . იგი გახდა მეორე შვილის დედა და მინდა ყველაფერი ერთად მივულოცო მას.

8. კახა კუჭავა - სამართალმცოდნეა, გახლავთ ნოტინგემის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კორპორაციული სამართლის მაგისტრი, ბოლო 5 წელი მოღვაწეობს კერძო სექტორში სამთო-მოპოვებითი მიმართულებით, მისი ხელმძღვანელობით ხორციელდება 2 მნიშვნელოვანი პროექტი ამ მიმართულებით. ის ბიზნესიდან შემოდის პოლიტიკაში და მინდა წარმატებები ვუსურვო მას ამ ახალ ამპლუაში.

9. მამუკა მდინარაძე - მამუკა გახლავთ სამართლის დოქტორი. მას იცნობენ როგორც წარმატებულ ადვოკატს, იგი დღემდე არის ადვოკატთა ალიანსის თავმჯდომარე და საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის ხელმძღვანელი. მამუკა არის სამართლის ისტორიაში უპრეცედენტო პროექტის „საადვოკატო გამოძიების სამსახური“ ავტორი.

10. მარიამ ჯაში --არ იმყოფება ჩვენთან ერთად. იგი გახლავთ მნიშვნელოვან მივლინებაში.   გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის  მაგისტრი სახელმწიფო ადმინისტრაციის საკითხებში, აგრეთვე მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი. მარიამი იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, დაარსების დღიდან წარმატებით ხელმძღვანელობს სოლიდარობის ფონდს, რომელსაც უკვე ბევრი ბავშვის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი.

11. ნინო გოგუაძე - გახლავთ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. ახალგაზრდობის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ნინო უკვე გამოცდილი პოლიტიკოსია. 6 წლის განმავლობაში იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, ამჟამად გახლავთ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება -კონსერვატორების“ თავმჯდომარე.

12. რომან კაკულია - მას აქვს დიდი გამოცდილება ევროპულ  სტრუქტურებთან ურთიერთობის კუთხით, ამჟამად გახლავთ ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში. ამ დეპარტამენტის კოორდინაციით თითქმის ყველა სამინისტროში დღეისათვის მიმდინარეობს  ევროკავშირის ინსტიტუციონალური განვითარების პროექტები რომლებიც აძლიერებენ და მხარს უჭერენ  ჩვენს სახელმწიფო უწყებებს ევროკავშირთან დახლოებისათვის და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებუილების შესრულებაში.

13. სოფო კილაძე - სოფო გახლავთ თავისი საქმის პროფესიონალი, იურისტი. არის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მუშაობდა მაქს-პლანკის ინსტიტუტში გერმანიაში და იყო შსს აკადემიის პრორექტორი. სოფო წარმატებული ადამიანია, და ვფიქრობ, რომ პოლიტიკაშიც იტყვის  თავის სიტყვას.

14. სოფო ქაცარავა - უცხო ენების სპეციალისტია,  იყო ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი. იყო ამავე საელჩოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და პროექტების კოორდინატორი. ასევე საელჩოში სასტიპენდიო/საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. მანამდე მუშაობდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში.

15. სოფო ჯაფარიძე - მაგისტრი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ესექსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების სამართლებრივი ექსპერტი, სასჯელარასრულებისა და პრობაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები