კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 0 °C
img
ბათუმი 10 °C
img
თელავი -1 °C
img
ქუთაისი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
დუშეთი -2 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
3.2779
Down
GBP
GBP
3.8265
Down
RUB
RUB
4.6531
Down
TRY
TRY
0.5169
Down
USD
USD
2.9723
Down
პოლიტიკა
თეთრი სახლი აშშ-სა და ნატო-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
თეთრი სახლი აშშ-სა და ნატო-ს მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პარტნიორი

ქვეყნებისთვის გაწეული მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ვებგვერდზე  აქვეყნებს.

დოკუმენტში ერთი თავი საქართველოს ეძღვნება.

“აშშ-მა გააფართოვა უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ორმხრივი დახმარება მისი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და მისი ძალების ნატო-სთან თავსებადობის გასაზრდელად. 2015 წელს, აშშ-მა ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის (The European Reassurance Initiative) ფარგლებში საერთაშორისო სამხედრო დაფინანსება 20 მილონი დოლარით გაზარდა, რის შედეგადაც საქართველოს დახმარება უსაფრთხოების სფეროში 30 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოს დახმარება უსაფრთხოების სფროში რჩება მაღალი 2016 წელს და ასეთი დარჩება 2017 წელსაც.

ეს დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის გაზრდასა და მოდერნიზებაში, უზრუნველყოფს ნატო-სთან თავსებადობას, მისცემს საშუალებას საქართველოს, გააგრძელოს ავღანეთში ძალების განთავსება და დაეხმარება მოსამზადებელი და საწვრთნელი დაწესებულებების განვითარებასა და სრულყოფაში.

საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობს აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ცხრა წვრთნაში. აღსანიშნავია, რომ აშშ-მა და სხვა მოკავშირეებმა წვრთნა “ღირსეული პარტნიორი” ბოლო ორი წლის განმავლოაბში საქართველოში ჩაატარეს, რაც არის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების კონტრიბუტორი ქვეყნის სახმელეთო ძალების თავსებადობისა და მზადყოფნის დადასტურების მცდელობა.

აშშ აგრძელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერას თანამედროე, ეფექტიანი და გამჭვირვალე შეიარაღებული ძალების განვითარების მხრივ. ჩვენ გვაქვს თავდაცის ინსტიტუტების შექმნის აქტიური პროგრამები, რომლებიც ფოკუსირებულია ადამიანური რესურსების მართვაზე, შესყიდვებზე და დაფინასების პროგრამებზე. აშშ-ის ასევე ჰყავს თავდაცვის სამინისტროსთან არსბული მრჩეველი, რომელიც ფოკუსირებულია სამხედრო სამედიცინო მხარდაჭერაზე”, - ნათქვამი თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე  გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან გაწეულ დახმარებას, დოკუმენტში საუბარია ნატო-საქართველოს ყოვლისმომცევლ პაკეტზე, რომელიც ალიანსმა 2014 წლის სექტემებრში უელსის სამიტზე დაამტკიცა.

თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ ყოვლისმომცველი პაკეტის მიზანია, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და დაეხმაროს მას ალიანსის წევრობისთვის მომზადებაში. ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტი დაფუძნებულია თავდაცვის განათლების და შენარჩუნების პროგრამაზე (DEEP), კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაზე (BI) და პროფესიული განათლების პროგრამაზე (PDP). ამასთან, პაკეტში არსებული მხარადჭერის ახალი ინიციატივები მოიცავს:

ნატო-ს ძირითადი ჯგუფი და ნატო-ს სამოკავშირეო ოფისი (NLO): აშშ უზრუნველყოფს პერსონალს ამ ორივე ინსტიტუტის მხარდასაჭერად, რომელიც სთავაზობს თავდაცვის საკითხებში სტრატგეიულ რჩევებს. ამერიკელები იკავებენ ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილისა და სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის პოზიციებს.

კონსულტაციური მხარდაჭერა: ნატო-ს რეზიდენტი და არარეზიდენტი ექსპერტები სთავაზობენ რჩევებს თავდაცვის საკითხვეში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და თავსებადობის გასაზრდელად. მხარადჭერის სფეროები მოიცავს შესყიდვებს, სტრატეგიულ და ოპერატიულ დაგეგმარებას, სამხედრო პოლიციასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებს.

პერიოდული სწავლებები: მოკავშირეები მხარს უჭერენ და მონაწილეობენ ნატო-ს წვრთნებში, რომლებიც ღიაა პატნირებისთვის და საქართველოში რეგულარულად იმართება. ნატო ჩაატარებს კომპიუტერული დახმარების სწავლებას საქართველოში 2016 წლის ნოემბერში.

წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC): 2015 წელს დაარსებული წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი უზრუნველყოფს წვრთნის, შეფასების და სერტიფიცირების შესაძლებლობებს თავსებადობისა და მზადყოფნის გასაზრდელად.

ლოჯისტიკური მხარდაჭერა: ნატო ეხმარება საქართველოს ლოჯისტიკური შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში, რაც ხელს შეუწყობს მოკავშირებისა და პარტნიორების მონაწილეობას წვრთნებსა და საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებულ ოპერაციებში, ასევე უზრუნველყოფს ნატო-ს ოპერაციებში ჩართული ტვირთებისა და პერსონალის მხარდაჭერას.ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის ამ ნაწილს აშშ ხელმძღვანელობს.

თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლა: DEEP-ს, BI-სა და PDP-ს შედეგად მიღებული გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოკავშირეებმა საქართველოსთან ერთად მუშაობენ ცენტრის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო მოხელეების პროფესიულ მომზადებას.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები