კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
პოლიტიკა
გიგი წერეთლის არჩევა ქართველ ხალხში გააჩენს უიმედობისა და უსამართლობის განცდას“
საქართველომ დემოკრატიზაციისკენ ძალზე გრძელი და რთული გზა გაიარა.
სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ „გიგი წერეთლის არჩევა ქართველ ხალხში გააჩენს უიმედობისა და უსამართლობის განცდას“.

„ჩვენ, სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის ღრმა შეშფოთებას გამოვახატავთ “ევროპის სახალხო პარტიის” მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, გიგი წერეთელის წარდგენის გამო.

საქართველომ დემოკრატიზაციისკენ ძალზე გრძელი და რთული გზა გაიარა. ამ გზაზე განსაკუთრებით დრამატული აღმოჩნდა მმართველობა ნაციონალური მოძრაობისა, რომელიც, სხვა მრავალ დანაშაულთა შორის, განუწყვეტლივ აყალბებდა არჩევნებს, უგულვებელოფდა კონსტიტუციასა და ხალხის ნებას.

განვითარებისკენ სვლის პროცესში ეუთო ყოველთვის გვერდით გვედგა. მისი სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა წარმოადგენდა მნიშვნელოვან გზამკვლევს დემოკრატიული ძალებისათვის საარჩევნო პროცესის სამართლიანი შეფასებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ქართველი ხალხის ხმის მისაწვდენად.

დღეს, როდესაც ქართველი ხალხის მყარი და ცალსახა გადაწყვეტილებით წინა რეჟიმის ავტორიტარული მმართველობა ისტორიის საკუთრებაა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის რეპუტაცია, განსაკუთრებით, არჩევნებთან დაკავშირებით უაღრესად დაბალია, გიგი წერეთელის არჩევა ესოდენ მაღალ პოზიციაზე ქართველ ხალხში გააჩენს უიმედობისა და უსამართლობის განცდას, დაბადებს ეჭვს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ობიექტურობასთან დაკავშირებით, საბოლოოდ, შეარყევს არჩევნების რეპუტაციას.

ჩვენ მოვუწოდებთ ასამბლეის მონაწილეებს - არ ანდოთ ეუთოს ღირებულებები იმ პარტიის წარმომადგენელს, რომლის მთელი საქმიანობა განმსჭვალულია ადამიანის უფლებათა დარღვევით, არჩევნების გაყალბებით, დემოკრატიის, კონსტიტუციისა და ხალხის ნების უგულვებელყოფით“, - ნათქვამია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები