კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
პოლიტიკა
პრეზიდენტი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

 

შეხვედრისას დაისახა კონკრეტული ნაბიჯები არსებული გამოწვევების დასაძლევად.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. 

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს.

იმსჯელეს უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს, რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტმა შტაინმაიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით.

შეხვედრისას დაისახა კონკრეტული ნაბიჯები არსებული გამოწვევების დასაძლევად.

საუბარი ეუთოს ფორმატში საქართველო - გერმანიის ურთიერთობებს და იმ როლს შეეხო, რომელიც საქართველოს ხელისუფლების აზრით, ეუთომ  რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის უნდა შეასრულოს.

პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გერმანიაში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები გაუზიარა და იქ მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით ესაუბრა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტთან შეხვედრაზე გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის სასახლის ეზო დაათვალიერებინა და გერმანიის დელეგაციასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები