კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
პოლიტიკა
პრაღაში გამართული მორიგი შეხვედრის შესახებ
2016 წლის 27 ივნისს ქ. პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში გაიმართა მორიგი შეხვედრა.

უკანასკნელ პერიოდში საოკუპაციო ხაზთან უკანონო ქმედებების გათვალისწინებით, შეხვედრის დასაწყისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის  ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსული მხარის ყურადღება გაამახვილა 19 მაისს, სოფ. ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან  საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე.

მან აღნიშნა, რომ ასეთი სასტიკი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და ხაზი გაუსვა დამნაშავის სწრაფად დაპატიმრების აუცილებლობას.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ზოგადად გაიზიარა ეს პოზიცია, თუმცა განაცხადა, რომ მკვლელობა კონკრეტული ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ჩადენილი დანაშაულია და რუსეთის მხარეს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ზურაბ აბაშიძემ ასევე ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე.

ამავე კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.

გაიმართა საუბარი სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებზე, რაც გათვალისწინებულია პრაღის ფორმატის დღის წესრიგით. მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმებები, კერძოდ, რუსეთის ბაზარზე ქართული ექსპორტის, ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდის კუთხით.

შეხვედრაზე ითქვა, რომ 2016 წლის 5 თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის შეიმჩნევა სავაჭრო ბრუნვისა და საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდის დინამიკა.

ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა, რომ ქართულმა მხარემ რამდენიმე თვის წინ დაასრულა მუშაობა 2011 წელს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჰუმანიტარული საკითხები, კერძოდ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში იხდიან სასჯელს  ჯაშუშობის ბრალდებით. აღინიშნა, რომ განვლილ პერიოდში საქართველოს 6 მოქალაქე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს. 28 ივნისს, კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე განთავისუფლდება და იგი სამშობლოში დაბრუნდება.

პრაღაში მომდევნო შეხვედრის თარიღი  დაზუსტდება მოგვიანებით.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები