კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი ჩაკვეტაძე აირჩიეს
ორგანიზაციის ყრილობაზე დელეგატებმა მხარი გიორგი ჩაკვეტაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს.
ორგანიზაციის ყრილობაზე დელეგატებმა მხარი გიორგი ჩაკვეტაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს.
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი ჩაკვეტაძე აირჩიეს.
გიორგი ჩაკვეტაძემ მადლობა გადაუხადა დელეგატებს გამოცხადებული ნდობისთვის და ამ პასუხისმგებლობის აღებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. სიტყვით გამოსვლისას, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში მსგავსი მასშტაბის კონფერენცია პირველად იმართება.
მან ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობასა და ქართველი ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, ვიმუშაო მსგავსად გულანთებულ ახალგაზრდებთან ერთად, რათა ერთობლივად შევიტანოთ ღირსეული წვლილი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნასა და მიღწეული წარმატებების განმტკიცების საქმეში. ჩვენ წინ გველის კიდევ ერთი ბრძოლა დემოკრატიისათვის. ჩვენ ამ ბრძოლაშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ!", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას გიორგი ჩაკვეტაძემ.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აფხაზ და ოს მეგობრებსაც მიმართა.
"მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო აფხაზ და ოს მეგობრებსაც, რომ ჩვენ, ახალგაზრდებს, თანატოლებს სუფთა ხელებით შეგვიძლია თანაცხოვრება ერთიან, დემოკრატიულ, თავისუფალ და ევროპულ საქართველოში!", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა საპატიო სტუმრის სტატუსით დამსწრე ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელ ევინ ინკისს.
"ჩვენი ორგანიზაციის გაწევრიანება "ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირში", რომელიც არის მსოფლიოში უდიდესი და გავლენიანი ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობა, ასევე სიამაყით აღგვავსებს. მადლობა მათ ლიდერებს მობრძანებისა და მხარდაჭერისათვის", - დასძინა გიორგი ჩაკვეტაძემ.
გიორგი ჩაკვეტაძე იყო საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი იუნესკოში. მას განათლება მიღებული აქვს ტალინის ტექნოლოგიების, ასევე კავკასიის უნივერსიტეტში, სამართლის სპეციალობით.
პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე ასევე აირჩიეს თავმჯდომარის მოადგილეები: ბაჩა ჩინჩალაძე და დავით ხაბეიშვილი.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დღეს გამგეობის წევრებიც დაამტკიცა. მათი არჩევა ღია კენჭისყრით მოხდა.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები