კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
პოლიტიკა
ევროპარლამენტის სამ კომიტეტში (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის 27 ივნისს განიხილავენ

 

კომიტეტის სხდომის დღის წერიგი ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) 27 ივნისს ჩაინიშნა.

კომიტეტის სხდომის დღის წერიგი ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

აღნიშნულ საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა დღეს რეკომენდაცია მისცა სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტს, ვინაიდან საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ევროპარლამენტში კენჭისყრის გარდა, ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერა სჭირდება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნულ საკითხზე გუშინდელ სხდომაზე იმსჯელეს, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის განაცხადებით,  ნიდერლანდებმა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, საკითხი უნდა შეიტანოს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. COREPER, თავის მხრივ, ამზადებს პოზიციას ევროკავშირის საბჭოსთვის.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები