კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 7 °C
img
ბათუმი 8 °C
img
თელავი 2 °C
img
ქუთაისი 6 °C
img
სოხუმი 5 °C
img
დუშეთი 0 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
3.2690
Down
GBP
GBP
3.8683
Down
RUB
RUB
4.6218
Down
TRY
TRY
0.5113
Down
USD
USD
2.9466
Down
პოლიტიკა
საქართველოს სომხეთში, ეგვიპტეში, შვედეთში, ფინეთსა და ინდოეთში ახალი ელჩები ჰყავს

 

შესაბამისი განკარგულებები გიორგი მარგველაშვილმა 20 ივნისს გამოსცა.
სომხეთში, შვედის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ასევე ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს.
შესაბამისი განკარგულებები გიორგი მარგველაშვილმა 20 ივნისს გამოსცა.
სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას გიორგი საგანელიძე 1 ივლისიდან შეუდგება. ასევე, 2016 წლის 1 ივლისიდან დაიკავებენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობებს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი, შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში მალხაზ კაკაბაძე, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკაში არჩილ ძულიაშვილი.
ახლადდანიშნულმა ელჩებმა საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი ხედვა გააცნეს მომავალი საქმიანობისა და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცებისა და თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.
შეხვედრისას მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს და რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტმა ახალდანიშნულ ელჩებს მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშობა 1998 წელს დაიწყო.
2005-2008 და 2013-2015 წლებში მუშაობდა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი 2008 წლის 12 დეკემბრიდან 2011 წლის 5 იანვრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. 2011 წლის 2 მარტიდან 2014 წლის 1 მაისამდე იგი იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას სლოვაკეთისა და სლოვენიის რესპუბლიკებში, ხოლო 2014 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 7 აპრილამდე კი იყო სქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში. ალექსანდრე ნალბანდოვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი 2014 წელს მიენიჭა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში მალხაზ კაკაბაძეს 1990-1998 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა. 1998-200 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, ხოლო 2000-2004 წლებში იყო საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. მალხაზ კაკაბაძეს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი 1993 წელს მიენიჭა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში არჩილ ძულიაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1995 წელს დაიწყო, სადაც მრავალი წლის მანძილზე წამყვან პოზიციებს იკავებდა. 2011 წლის იანვრიდან 2016 წლის იანვრამდე იყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ხოლო 2016 წლის იანვრიდან კი არის საგანგებო დავალებათა ელჩი. არჩილ ძულიაშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი 2015 წელს მიენიჭა.
ახლად დანიშნული ელჩები დღეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები