კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
პოლიტიკა
ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და რუმინეთი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას მოითხოვს
ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფო ევროკავშირს წერილით მიმართავს

ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფო ევროკავშირს წერილით მიმართავს და მოითხოვს, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად დაუწესდეს.
წერილის ავტორები ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრები არიან.
წერილში ნათქვამია, რომ საქართველომ უვიზო რეჟიმის მისაღებად შეასრულა ევროკავშირის ყველა პირობა და ახლა ევროკავშირმა უნდა მიიღოს საპასუხო ნაბიჯი.
წერილი ევროკავშირის ხუთმა წევრმა ქვეყანამ მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ, ევროკავშირის ელჩების სხდომაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივა დაბლოკეს.
"გადაწყვეტილების მიღების გადადება ეჭვქვეშ დააყენებს ჩვენს სანდოობას და შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმებზე, ისევე, როგორც ჩვენს სხვა პარტნიორ ქვეყნებზე", - ნათქვამია წერილში, რომლის შინაარსსაც ევროპული გამოცემა "ობსერვერი" ავრცელებს.
წერილის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დაწესებაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღებენ.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე დღეს ლუქსემბურგში იმსჯელებენ.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები