ე.წ. ჟღალი
გენერალი ლიკვიდირებულია- ომარ ალ შიშანის გარდაცვალების შესახებ
ცნობა მე-7 გავრცელდა
. ინფორმაციას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მედიასააგენტო
ავრცელებს.
ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს პანკისის ხეობაში იმყოფებოდა. თარხან
ბათირაშვილის მამა მედიასთან კონტაქტს ერიდება ნათესავები კი ფაქტს არ
ადასტურებენ.
ერაყი, მოსული - ქალაქ შირკატში საბრძოლო მოქმედებებს
სავარუდოდ „დაეშის“საველე მეთაური - თარხან ბათირაშვილი ემსხვერპლა.
ომარ ალ შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია, ბოლო ორი წლის
განმავლობაში 6-ჯერ გავრცელდა, თუმცა "აისისის" მედია
სააგენტოს დასტური პირველია. ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ
ინფორმაციას ფლობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც,
უწყება დეტალებს აზუსტებს.
29 წლის თარხან ბათირაშვილი პანკისიდანაა. სირიაში იცნობენ, როგორც
ომარ ალ შიშანს. იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომში. 2010 წელს იარაღის
უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. ციხეში ტუბერკულიოზით
დაავადდა. საპყრობილედან გამოსვლის შემდეგ საქართველო
დატოვა. 2013 წელს პანკისელი ბათირაშვილის პირველი
მიმართვა გავრცელდა.
მას შემდეგ საველე მეთაური მეტსახელად „ჟღალი მიმინო“ ამერიკული
სპეცსამსახურების სამიზნედ იქცა. გასული წლის მაისში, ვაშინგტონმა
ბათირაშვილის სანაცვლოდ ჯილდო-5 მილიონი დააწესა.
გადაწყვეტილება შტატებმა დალასის ტერორისტული აქტის შემდეგ
მიიღო. „ხალიფატის“ ორი წევრი საკონფერენციო დარბაზს
დაესხა თავს, სადაც მუჰამედის კარიკატურების გამოფენა მიმდინარეობდა.
რამდენიმე დღის წინ საბრძოლო მოქმედებებს თარხან ბათირასვილის პირადი
დაცვის უფროსიც ემსხვერპლა - პანკისელი ბექხან ტოხოსაშვილი.
ალ შიშანის ოჯახი დღემდე პანკისში, სოფელ ბირკიანში
ცხოვრობს. მისი გარდაცვალების შესახებ ხეობაში არაფერი იციან .
პანკისელები ფიქრობენ, რომ ცნობა ტერორისტის დაღუპვის შესახებ
ამჯერადაც მცდარია
თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ პენტაგონმა ჯერ კიდევ
მარტში განაცხადა. გაასაჯაროვა დეტალებიც - ითქვა, რომ ალ
შიშანი თავდაპირველად მძიმედ დაიჭრა და ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ
რაყას კლინიკაში გარდაიცვალა...
თუმცა ფაქტი მაშინ „დაეშმა „ უარყო. დღეს "აისისის" მედიით
გავრცელებულ ინფორმაციას პენტაგონი აღარ გამოხმაურებია.