გუკა რჩეულიშვილი თბილისის პროკურატურაში არ
გამოცხადდა.
ის საგამოძიებო უწყებაში დღეს, 11 საათზე
იყო დაბარებული.
დღესვე გამოძიების კითხვებს უნდა
უპასუხოს ცენტრ პოინტის ერთ - ერთმა დამფუძნებელმა მაია
რჩეულიშვილმაც.
ის, პროკურატურაში 13:00
საათზე, უნდა გამოცხადდეს. მაია რჩეულიშვილისთვის უცნობია
მივა თუ არა გუკა რჩეულიშვილი პროკურატურაში
დაკითხვაზე.
რჩეულიშვილების ოჯახის
ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, გუკა რჩეულიშვილი არც
ოჯახს დ არც მას არ დაკავშირებია.
რჩეულიშვილების საქმეს
პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
იუსტიციის მინისტრი, თეა
წულუკიანი ცენტრ პოინტისა და რჩეულიშვილების საქმეში
პოლიტიკურ ნიშნებს ვერ ხედავს.
"მე არ ვიცნობ ამ საქმეს,
მედიისგან შევიტყვე ეს ამბავი,მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ
ყველანაირი სისხლის სამართლის საქმე ვერ იქნება პოლიტიკური დევნის
ნიმუში, როგორც ამას ოპონენტები აცხადებენ,“ - განაცხადა თეა
წულუკიანმა.
ცენტრ-პოინტ
აჭარის” საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და
გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი გუშინ დააკავეს. არსებული
ინფორმაციით, მათი აყვანა ბათუმის პროექტ ”თეთრ მაგნოლიას”
უკავშირდება.