სიახლეები
''საერთაშორისო გამჭვირვალობის'' კვლევა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
პარლამენტში პრეზენტაციას მართავს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პარლამენტის 2015 წლის
მუშაობას აჯამებენ.
ანგარიშშის თანახმად, 2016 წლის მარტის მდგომარეობით, ბიზნესაქტივებს
პარლამენტის 29 წევრი ფლობს.
სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი მხოლოდ პარლამენტის შვიდმა
წევრმა მიუთითა.
ყველაზე მაღალი შემოსავლები მითითებული აქვთ: კახა ოქრიაშვილს
(დაახლოებით 4,7 მილიონი ლარი), გოჩა ენუქიძეს (დაახლოებით, 4,5
მილიონი ლარი), სერგო ხაბულიანს (633 205 ლარი), გოგი თოფაძეს (611
052 ლარი), გიორგი კახიანს (44 500 ლარი), გიორგი ჟვანიას (25 000
ლარი) და ზაზა კედელაშვილს (16 586 ლარი).
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება აქვს
ფლობდეს კომპანიის წილებს ან აქციებს, თუმცა მას სამეწარმეო
საქმიანობა ეკრძალება. პარლამენტის წევრი ვალდებულია, სადეპუტატო
უფლებამოსიების განხორციელების მომენტიდან შეწყვიტოს მისი სტატუსის
შეუსაბამო საქმიანობა, მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობა და ამის
დამადასტურებელი ცნობა შვიდი დღის ვადაში პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა კომიტეტს წარუდგინოს.