ყაზახური ავიაკომპანია „სქაიბასი“ უსაფრთხო
არ არის და ევროპის შავ სიაშია შეტანილი
- ამის შესახებ განცხადება
არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰაბ ჯორჯიას" დამფუძნებელმა
გააკეთა.
გიორგი კოდუას თქმით,
საქართველოში შიდა ფრენებთან დაკავშირებით ტენდერი ქართულ
ავიაკომპანიებს შორის ჩატარდა, თუმცა ფრენის უფლება შავ სიაში მყოფმა
ყაზაზახურმა ავიაკომპანიამ მოიპოვა. გიორგი კოდუა კომპანია სქაი
ბაისის შესახებ საუბრობს. ორგანიზაცია "ჰაბ ჯორჯიას" დამფუძნებელი
აცხადებს, რომ ყაზახური ავიაკომპანია რომელიც ფრენებს
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ახორციელებს ევროპის შავ სიაშია
შეტანილი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია ყაზახური კოპანიის
კუთვნილ ავიახომალდებზე სრულ აუდიტს ვერ ახორციელებს.
ბრალდებებს პასუხობენ „სქაიბასსა“
და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
ავიაკომპანია სქაიბასის მენეჯერი,
აცხადებს, რომ ევროპის შავ სიაში არა ავიაკომპანიები არამედ ქვეყნებია
შეტანილი. ყაზახეთის ხელისუფლება აღნიშნულზე მუშაობს, რაც შეეხება
კომპანიას, სქაიბასს უსაფრთხო ფრენისთვის ყველა საჭირო სერთიფიკატი
აქვს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში
აცხადებენ, რომ ყაზახურმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენებზე
ნებართვა მას შემდეგ მიიღო, რაც შემოწმებისას ყველა საჭირო დოკუმენტი
წარმოადგინა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას სამოქალაქო ავიაციის
სააგენტო იღებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰაბ
ჯორჯიას" დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოში შიდა ფრენებთან
დაკავშირებით, ტენდერი ქართულ კომპანიებს შორის ჩატარდა, თუმცა
მოგვიანებით ფრენის უფლება მაინც შავ სიაში მყოფმა ყაზახურმა
კომპანიამ მიიღო.
ყაზახურმა ჩარტერულმა
ავიაკომპანია სქაიბასმა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები 24
ივნისიდან დაიწყო და შიდარეისებს 27 სექტემრის ჩათვლით
შეასრულებს.