„Black sea arena“ - უმაღლესი სტანდარტის,
ულტრათანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი საკონცერტო
დარბაზი
, რომელზეც ფონდმა ქართუმ 200
მილიონი ლარი დახარჯა, დღეიდან სახელმწიფოს ეკუთვნის.
შესაბამის შეთანხმებას ფონდის ხელნძღვანელმა - ნიკოლოზ ჩხეტიანმა და
პირველმა ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი უკვე მოაწერეს.
გადაცემის ცერემონია სიტყვით პრემიერ მინისტრმა გახსნა.
საკონცერტო დარბაზთან ერთად,
სახელმწიფომ, საჩუქრად მიიღო 2016 წლის სექტემბრამდე გაწერილი
კულტურული პროგრამა.ბლექ სი არენას ტერიტორიაზე მალე 7-ვარსკვლავიანი
სასტუმრო გაიხსნება.
მთავრობის ადმინისტრაციის
ცნობით, საკონცერტო დარბაზი 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და
ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მშენებლობაში ფონდმა „ქართუმ“ 200
მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
დარბაზის პროექტირებაზე
გერმანულმა კომპანიამ იმუშავა.
საქართველოს მთავრობის ცნობით,
მშენებლობის დასრულების შემდეგ, BLACK SEA ARENA-ს ოპერირების
უზრუნველსაყოფად, 100-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო კონცერტების
პერიოდში დასაქმებულთა რიცხვი 200-მდე გაიზრდება.