კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ფილმი ''ექვთიმე''
ქართველი ეროვნული გმირის საფრანგეთში 20-წლიანი ცხოვრებისა და მოღვაწეობის უცნობი დეტალები
სიყვარულის ისტორია და ქართული კულტურის გადასარჩენად გაწეული ბრძოლა - ექვთიმე თაყაიშვილის საგმირო საქმეები რეჟისორ ნიკა ხომასურიძის მთავარ ინტერესის სფეროდ იქცა.
ფილმის გადაღებები უსახსრობის გამო შეწყვეტილია. შემოქმედებითი ჯგუფის საქველმოქმედო აქციით ცდილობს ფილმის გადაღების გაგრძელებას.
ერთ გაყიდულ ფინჯან ყავას დიდ ოცნებამდე მივყავართ. რეჟისორი ნიკა ხომასურიძე 5 დღეა ადგილობრივებს და ტურისტებს თავის მოხარშულ ყავას სთავაზობს. სანაცვლოდ კი შეგროვებული თანხით ფილმის გადაღების დასრულებას გეგმავს. ფილმის, რომელზე მუშაობაც შარშან დაიწყო და ფინანსური სახსრების არქონის გამო შეწყვიტა.
რეჟისორი ამბობს, რომ ფილმის ნაწილი საკუთარი სახსრებით გადაიღეს. გადასაღებ ლოკაციებად საგურამო, მცხეთა და გონიო შეირჩა. გადაღებების გაგრძელება საფრანგეთში იგეგმება, სადაც ექვთიმე წლების მანძილზე ქართულ განძს იცავდა. სურვილის ასრულებას 250 000 ლარი აკლია.ახლა ისღა დარჩენია, საკუთარი ძალებით სცადოს თანხის მოძიება.
ფილმზე მსახიობები ჰონორარის გარეშე მუშაობენ.მთავარ როლს მოწვეული მსახიობირეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს. ის 20 წელია გერმანიაში მოღვაწეობს და საქართველოში სპეაციალურად ამ მისიით ჩამოდის
შემოქმედებითი ჯგუფი ამბობს, რომ მაყურებელი ფილმში ექვთიმეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბევრ უცნობ დეტალ გაიგებს.
რეჟისორი ფილმის დასრულებას სექტემბერში გეგმავს შემდეგ კი დროშას, რომელიც სპეციალურად ამ ფილმისთვის შეიქმნა, ჯერ საფრანგეთის უმაღლეს მწვერვალზე, შემდეგ კი ევერესტზე ააფრიალებს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები