ნატოს ოფიციალურ კომუნიკეში საქართველო
28-ჯერ არის ნახსენები.
ალიანსის 27-ე სამიტის საბოლოო
კომუნიკე უკვე გამოქვეყნდა, დოკუმენტში
წერია, რომ ნატო
საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერას
განაგრძობს.
139 პუნქტიდან რამდენიმე
სწორედ სქართველოს ეხება.
ნატოს ოფიციალურ კომუნიკეში
საქართველო 28-ჯერ არის ნახსენები.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ
ალიანსი ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის.
განსაკუთრებით საყურადღებოა 111 -ე მუხლი, სადაც კიდევ
ერთხელ არის დადასტურებული 2008 წლის, ბუქარესტის სამტის
გადაწყვეტილება, რომლის მიეხდვიტაც საქართველო ალიანსის წევრი
აუცილებლად გახდება.
დოკუმენტში საუბარია მოახლოებულ
საპარლამენტო არჩევნებზეც, რომელიც დემოკრატიის გზაზე მნიშვნელოვან
ნაბიჯად არის შეფასებული.
ნატო მოუწოდებს რუსეთს,
საქართველოს ტერიტორიიდან ჯარეები გაიყვანოს. გააუქმოს მარიონეტულ
რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ სამეკავშიორეო ხელშეკრულებები და უარი
თქვას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე. ამასთან, დოკუმენტში
ნათქვამია, რომ ალიანსი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს ააქტიურებს,
სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.
ვარშავაში კიდევ ერთი
გადაწყვეტილება მიიღეს - ნატო ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“
პროგრამას არ წყვეტს. სამშვიდობო მისიაში საქართველო ალიანსთან
ერთად რჩება. დეტალები შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ
დაზუსტდება.
არსებული ინფორმაცით, სამხედრო
კონტიგენტი არ შეიცვლება, იგივეე რჩება დისლოკაციის ადგილებიც, მათ
შორის არის ქაბული, მაზარიშარიფი და ბაგრამი.
დასკვნით კომუნიკემდე
საქართველო-ნატოს კომისიის დეკლარაცია გაფორმდა. დოკუმენტში
ნათქვამია, რომ ალიანსი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის
გაძლიერებას იწყებს, უკვე ცნობილია, რომ შემოდგომაზე
საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი სესია
გაიმართება.