კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
სტიქია დასავლეთ საქართველოში
ძლიერმა წვიმამ სამგერელოს სოფლების ნაწილი ხიდების და ინფრასტრუქტურის გარეშე დატოვა.

მარტვილში, აბაშასა და სენაკში განსაკუთრებით რთული ვითარებაა. მარტვილში ადიდებულმა მდინარემ  დამბა დააზიანა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

ძლიერმა წვიმამ   15-მდე სოფელი სტიქიის ზონაში მოაქცია. დატბორილია  სახნავ სათესი სავარგულები  და საცხოვრებელი სახლების პირველი  სართულები.

ადიდებულმა მდინარემ 2  ცენტრალური ხიდი წაიღო. თამაკონსა და აბედათში დაახლოებით 250-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

მძიმე ვითარებაა ვანის რაიონშიც. ძლიერი წვიმის შედეგად, ვანი-სულორის საავტომობილო გზის 12-ე კმ-ზე ადიდებულმა მდინარე სულორმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.  სოფლების ნაწილი აქაც გარესამყაროს მოწყდა.

ძლეირი წვიმის დროს მდინარე რიონი ადიდდა და ქუთაისში ჯაჭვის ხიდის მიმდებარედ საცხოვრებელი სახელბის პირველიკ სართულები დატბორა.

სტიქია ისევ განმეორდა   ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამთენიისას ადიდებულმა მდინარემ სოფლებში: ჯუმათსა და გურიანთაში საავტომობილო ხიდები დაანგრია, ხოლო სოფელ სილაურში ორი უბნის დამაკავშირებელი გზა წაიღო. სტიქიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე სოფელი  გუშინაც  მნიშვნელოვნად დააზარალა.

დასავლეთ საქართველოში სტქიის ზონებში შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში ამ დრომდე  მუშაობენ. სამეგრელოსა და იმერეთში მთავრობის წევრებთან ერთად პრემიერმინისტრი ჩავიდა, რომელმაც სტიქიის გამო დღეს ორი დაგეგმილი ღონისძება გადადო.

"საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. მაქსიმალურად მოკლე დროში, როგორც კი გაშრება გზა და ტექნიკის მოსვლა იქნება შესაძლებელი, აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა უკვე შეუფერხებლად მიმდინარეობს და საერთოდ დავასტაბილურებთ სიტუაციას. ვფიქრობთ, ძალიან მოკლე დროში შევძლებთ ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრას. რაც შეეხება მიყენებული ზარალის დათვლას, ამასაც მოკლე პერიოდში განვახორციელებთ და ვნახოთ, რა მასშტაბით და რა დოზით ავანაზღაურებთ ზარალს. ვფიქრობთ, ძალიან მასშტაბური სტიქიაა და საკმაოდ მძიმე შედეგები აქვს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. მთლიანობაში დღეს უკვე შედარებით, სიტუაცია სტაბილურია", - განაცხადა პრემიერმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გუშინდელის შემდეგ უწყებაში 450 შეტყობინება შევიდა და სტიქიის ზონაში ხუთასამდე მაშველი ამ დრომდე მუშაობს. მაშველებმა დატბორილი სოფლებიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გამოიყვანეს.

დასავლეთ საქართველოში უხვი ნალექის გამო შემქნილ ვითარებას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოც სწავლობს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები