ეუთოს
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობამდე გიგი წერეთელს, სულ რაღაც 13
ხმა დააკლდა.
არჩევნების პრიველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მეორე ტურში
კი წერეთლის მთავარმა კონკურენტმა კრისტინა მუტონენიმ 86 დელეგატის
მხარდაჭერა მოიპოვა.
ევროპის სახალხო პარტიის წარდგენილ ნაციონალური მოძრაობის წევრს კი
ხმა 73-მა მისცა.
„ჩემი მხარდამჭერები აქ არ იყვნენ და ვიცოდი რო მძიმე იქნებოდა მეორე
ტური“-აცხადებს გიგი წერეთელი.
წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის
თანამდებობას მომავალი 2 წლის განმავლობაშიც შეინარჩუნებს და როგორც
ამბობს, არავისთვის საქმის გარჩევას არ აპირებს. ქართველი კანდიდატის
თანაგუნდელი მარცხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გიგი წერეთლის წინააღმდეგ
„ქართული ოცნების“ წევრების მიერ წარმოებულ კამპანიას ასახელებს.
გიორგი კანდელაკის განცხადებით, პირად წერილებს წერდნენ ქართული
ოცნების წარმომადგნელები დელეგატებს.
ამ შინაარსის წერილების მიღება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის
დელეგატები არ ადასტურებენ.
გია ვოლსკი შედეგების გამოცხადებას სხდომათა დარბაზის გარეთ
ელოდებოდა.
განცხადება, რომლის მიხედვითაც წერეთლის გამარჯვება რუსეთსა და EPP-ის
შორის გარიგების საგანი იყო, ქართული ოცნების წარმომადგენელმა დღესაც
გაიმეორა.
ილია კოსტუნოვი, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელი პირველ ვერსიას
იმეორებს და ამბობს, რომ მათ მხარი გიგი წერეთელს დაუჭირეს.
ნაციონალური მოძრობა კი ამასაც ისევე უარყოფს, როგორც გუშინდელ
განცხადებას - ევროპის სახალხო პარრტიისა და რუსეთის გარიგების
შესახებ.
დემოკრატიულობის მაღალი ხარისხის მაჩვენებელი - ასე აფასებს ჩატარებულ
არჩევნებს გამარჯვებული კრისტინა მუტონენი.
”კონფერენცია იმდენად კარგად იყო ორგანიზებული და იმდენად შინაურულად
ვგრძნობდით თავს, რომ გული გვწყდება კიდეც რომ მივემგზავრებით.
ვფიქრობ, კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“-აცხადებს კრისტინა
მუტონენი.
ახალი პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას 1 წლის განმავლობაში
უხელმძღვანელებს. კრისტინა მუტონენი არჩევნებზე ევროპის
სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ იყო წარდგენილი.