ეუთო-ს
საპარლამენტო ასამბლეის 25 სესიის დასკვნით, პლენარულ სხდომაზე
ევროპელმა დეპუტატებმა თბილისის დეკლარაცია დაამტკიცეს.
დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დაკვნითი დღეა. ასამბლეა პლენარული
სესიით გაიხსნა. ასამბლეის დელეგატებმა უკვე დაამტკიცეს რეზოლუცია და
კენჭი უყარეს საქართველოს დელეგაციის 17 პუნქტიან დოკუმენტს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25 სესიის დასკვნით, პლენარულ სხდომაზე
ევროპელმა დეპუტატებმა თბილისის დეკლარაცია დაამტკიცეს.
დოკუმენტში შედის ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუცია
-"კონფლიქტი საქართველოში".
თბილისის დეკლარაციას 122 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 6 წინააღმდეგი
იყო, 7-მა კი თავი შეიკავა.
რაც შეეხება რეზოლუციას, რომელიც დეკლარაციაში შევიდა, იგი
17-პუნქტისგან შედგება.
ასამბლეა რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შერულებისკენ
მოუწოდებს.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს
საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულვებელყოფას.
როგორც ქართული მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის
უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, რადგან მასში არის საკმაოდ
მკაფიო მოწოდება, რუსეთის ფედერციის მიმართ, შეწყვიტოს საქართველოში
მიმდინარე ოკუპაცია და ასევე ოკუპირებული რეგიონების
ანექსია.
„ეს არის ის საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ასამბლეამ მიიღო და მე
მოხარული, ვარ რომ მასში ჩვენს მიერ ინიცირებული დეკლარაცია არის
ასახული სრულად, ისე როგორც ჩვენ გვინდოდა. ასეთი რეზოლუციები ხდება
შემდგომი მოქმედების საბაზო დოკუმენტები, იმ პოლიტიკური
პარტიებისთვის, ვინც მას მხარი დაუჭირა,“ - განაცხადა დავით
უსუფაშვილმა.