კალენდარი
«« ოქტომბერი 2021 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
უცხოეთის ახალი ამბები
''ომის შვილები''
რთული ვითარებაა თურქეთის მეზობელ სირიაშიც. საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობის მიუხედავად, სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის დაპირისპირება გრძელდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ორ ნაწილად გაყოფილ ალეპოში. ამ ომში ყველაზე მეტად ბავშვები და მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება.

5 წლის ალეპოელი ბიჭის ისტორიამ მსოფლიო შეძრა, ემოციურმა ფოტოებმა კი სოციალური ქსელი მოიარა. ომრან დაქნეში, რომელიც ალეპოში საჰაერო იერიშისას დაშავდა, მსოფლიომ ერთ დღეში გაიცნო.  მას გაუმართლა. ის გადარჩა.

10 წლის ალი დაქნეში, ის ომრანის უფროსი ძმაა. ალი დაბომბვისას დაშავდა. თუმცა,  საავადმყოფოში, სიცოცხლისთვის  3 დღიანი ბრძოლის მიუხედავად ალი გარდაიცვალა.

ალი დაქნეშის მსგავსად, სირიაში ბავშვები ყოველდღიურად იღუპებიან. თუმცა, ყველა მათგანი საერთაშორისო მედიის ობიექტივში ვერ ხვდება. დღეს ომის შვილები- უცნობი ბავშვები, უცნობი ისტორიებით მხოლოდ სტატისტიკაა. ასეთი კი სირიაში, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, 15 ათასამდე ბავშვია.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები