კალენდარი
«« ოქტომბერი 2021 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
უცხოეთის ახალი ამბები
წყალდიდობა ჩინეთში
ჩინეთის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში წყალდიდობას უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ებრძვიან.

სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა რიცხვი შემაშფოთებელია.  170 გარდაცვლილი და 200-ზე მეტი უგზოუკლოდ დაკარგული ადამიანი.  ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელი სახლები დატბორილია, განადგურებულია 53 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი.  სრულად მოშლილია ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საკუთარი სახლები უკვე დატოვა. წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ყველა რაიონში შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება და ტრანსპორტის მუშაობა. ყველაზე მეტად სტიქიამ ხებეისა და ჰენანის პროვინციები დააზარალა.

დონ გაო ; ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი

ასეთი მასშტაბის სტიქია წარმოუდგენელია. წყლის დონე საოცარი სისწრაფით იზრდებოდა. წყალმა გამიტაცა კიდეც.

ჩო ; გადარჩენილი

ჩემი გადარჩენა საბედნიეროდ შეძლეს. სულ რაღაც წამებში გამოვასწარი. ჩემს თვალწინ ადამიანი წაიღო წყალმა. შოკირებული ვარ.

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ბიუჯეტიდან მოსახლეობის დასახმარებლად საჭირო თანხები გამოიყოფა. სტიქიის შედეგად მიყენებულს ზარალს ამ დროისთვისაც ითვლიან, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს.

ლიუ ჰონგვეი ; გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის ოფიცერი

მინდა ვურჩიო მოქალაქეებს, რომ თავი მაქსიმალურად შეიკავონ გარეთ გამოსვლისაგან და მზად იყვნენ მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. სიტუაციის დასტაბილურებისთვის ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სპეციალური სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

ჩინეთში გადაუღებელი წვიმები მიმდინარე თვის დასაწყისში დაიწყო. გასულ კვირას მომატებულმა ნალექის რაოდენობამ კი მდინარეების ადიდება და მეწყერიც გამოიწვია. მსგავსი წყალდიდობა ჩინეთში გასულ ზაფხულსაც იყო. სტიქიამ მაშინ სულ მცირე 54 ადამიანი იმსხვერპლა, 15 000 კი უსახლკაროდ დარჩა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები