კალენდარი
«« ოქტომბერი 2021 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
უცხოეთის ახალი ამბები
ნიცა - ტერაქტიდან მესამე დღე

 

ნიცაში მესამე დღეა გარდაცვლილებს გლოვობენ. ტერაქტის შედეგად დაღუპულია 84 და დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

18 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დრომდე კრიტიკულია.

ნიცაში დატრიალებული საზარელი ტერაქტიდან მესამე დღეს პრომენადის გამზირზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.

დღესვე ტერაქტთან კავშირის ბრალდებით საფრანგეთის პოლიციამ კიდევ 2 ადამიანი დააკავა. სამართალდამცავი ორგანო მათ ვინაობას არ ასაჯაროებს.

საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოებში რჩება. 18 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

გლოვის მესამე დღეს ნიცაში გარდაცვლილებს, მოსკოვში, საფრანგეთის საელჩოსთან პატივი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის პირველმა დიპლომატმა მიაგეს. მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ ჯონ ქერიმ და სერგეი ლავროვმა საფრანგეთის დიპლომატიური უწყების სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს.

ნიცაში დატრიალებული საზარელი ტერაქტის დროს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა რომის პაპმა და გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

ტერაქტიდან მესამე დღეს, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსახლეობას რეზერვისტთა სიაში ჩაწერისკენ მოუწოდა. ბერნარ კაზნევის თქმით, აღნიშნული ნაბიჯი ქვეყანაში უსაფრთოების ზომებს გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ბერნარ კაზნევი ; საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი

რეზერვისტების ფუნდამენტური როლი საზღვრების, ქუჩაში ხალხის მიმოქცევისა და ხიდების კონტროლი იქნება. გადაწყვეტილება ნიცაში დატრიალებული ტერორისტული აქტის შემდეგ მივიღეთ. რეზერვისტებთან ერთად მოქალქეების უსაფრთხოების გაძლიერებაში პოლიცია და ჟანდარმერია ჩაერთვებიან.

საფრანგეთის საკურორტო ქალაქში გარდაცვლილებს ადგილობრივებიც გლოვობენ. ქალაქის მთავარ მოედანზე ათასობით ადამიანი გამოვიდა და ტერაქტის დროს გარდაცვლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

საზარელი ტერაქტიდან 2 დღის შემდეგ დაღუპულები გაიხსენეს სანფრანცისკოშიც. ამერიკელებთან ერთად მემორიალი ყვავილებით ფრანგმა ემიგრანტებმაც შეამკეს.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები