კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
კულტურა
თიანეთობა

თიანეთში სახალხო ზეიმი - თიანეთობა 2016 აღნიშნეს.

ზეიმის ფარგლებში დაბაში ყველაზე დიდი ხიდი და პოეტ მირზა გელოვანის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა.

სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა, თიანეთში ყველაზე გრძელი ხიდის საზეიმო გახსნით დაიწყო და მირზა გელოვანის განახლებულ მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაგრძელდა. ორსართულიანი ქვითა და აგურით ნაშენები შენობა 1983 წლიდან ფუნქციონირებს.

მუზეუმში ბელორუსში დაკრძალული ქართველი პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალებია წარმოდგენილი.

დღესასწაულს მთელი დღის განმავლობაში აღნიშნავდნენ ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკშიც. სადაც, მიმდინარეობდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ მთის სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებული ჩაი და ტრადიციული ფშავ-ხევსურული კერძები.

დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დათვალიერებისას სტუმრებს, გიდობას თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი უწევდნენ.

მსოფლიო რეკორდსმენმა გიორგი მათურელმა დღესასწაულზე მსოფლიო რეკორდი უკვე მეშვიდედ დაამყარა.

თიანეთობის დღესასწაულზე ტრადიციულად ჯილდოვდებიან საპატიო მოქალაქეები, ამჯერად ეს წოდება პოეტ ბესიკ ხარანაულს და ექიმ ალექსანდრე სალუღელაშვილს მიენიჭათ.

სახალხო დღესასწაულის მიზანი ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების, ხალხური რეწვის, ფშავ-ხევსურული ტრადიციებისა და სამზარეულოს პოლულარიზაციაა.

„თიანეთობა“  ტრადიციულად 2009 წლიდან აგვისტოს თვეში აღინიშნება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოსდაცვის სამინისტროს მიერ
მონადირეებისთვის შეთავაზებული კანონპროექტი
გარემოსდაცვის სამინისტროს მიერ მონადირეებისთვის შეთავაზებული კანონპროექტი
21:36 / 02.06.2017
სპინერი, ასე ჰქვია სათამაშოს,
რომელმაც მსოფლიო პოპულარობა ბოლო რამდენიმე თვეა მოიპოვა.
სპინერი, ასე ჰქვია სათამაშოს, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა ბოლო რამდენიმე თვეა მოიპოვა.
21:36 / 02.06.2017
ტურისტული სეზონის მოახლოებასთან
დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ

 
ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ

 

21:08 / 31.05.2017
რა შემთხვევაში  უნდა
მიმართონ მოზარდებმა მადანტურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების
 ცენტრს.
 

რა შემთხვევაში  უნდა მიმართონ მოზარდებმა მადანტურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების  ცენტრს.

 

21:07 / 31.05.2017
ახალი ამბები