კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
კულტურა
გაიცანი საქართველო - აჭარა
პროექტ "გაიცანი საქართველოს" ფარგლებში ჟურნალისტები ამჯერად აჭარის რეგიონს ესტუმრნენ,

რიგით მე-14 პრესტურს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უმასპინძლა.

მედია საშუალებების წარმომადგენლებმა ეთნოგრაფიული მუზეუმი, მახუნცეთის ჩანჩქერი და ისტორიული ძეგლები მოინახულეს.

ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც აჭარულ ტრადიციას და კულტურას აერთიანებს პირველ დამთვალიერებლებს მასპინძლობს. როგორ ცხოვრობდნენ შეძლებული და საშუალო ფენის ოჯახები, რით ირჩენდნენ თავს და ვის რა როლი ჰქონდა ოჯახში, მუზეუმი დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, წარსულში გადაინაცვლოს და აჭარული ცხოვრების დეტალებს გაეცნოს.

აჭარის მაღალმთიანი რეგიონები ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. გაიცანი საქართველოს მორიგი ტურიც ქედის რაიონში გრძელდება. აქ უამრავ ისტორიულ ძეგლს  შეხვდებით.

თამარის თაღოვანი ხიდი, თითქმის რვა საუკუნეა ხიდი ბუნებრივი კლდის ჯებირებზე დგას და ისტორიული ქარტეხილების გამოვლის შემდეგაც ფუნქციას არ კარგავს .

მახუნცეთის ჩანჩქერი - 36 მეტრი

მახუნცეთის ჩანჩქერი   სოფელ ზედა მახუნცეთის ჩრდილო ნაწილში, ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც საკმაოდ მოზრდილ მორევს აჩენს. პორფირიტული ტუფებისა და ტუფბრექჩიების წყებით აგებული, ქედის იმ ნაწილში გამომდინარე ჩანჩქერი ძალზე შთამბეჭდავია.

ჩანჩქერს ყოველდღიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს, ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან. აჭარული ბუნების მრავალფეროვნება კი მათ საქართველოში ხელმეორედ ჩამოსვლის სურვილს უჩენს.

"ეს ჩანჩქერი ძალიან ლამაზია, ჯერ მხოლოდ თბილისი ვნახეთ, ახლა კი აჭარას ვათვალიერებთ, საოცარია ასეთი სტუმართმოყვარე და თბილი ადამიანები, აქ ულამაზესი ხედები და ღირსშესანიშნაობებია“ ,-ამბობს ტურისტი

აჭარა დამახასიათებელი ტრადიციული სამზარეულოთიც გამოირჩევა. სოფელ ვაიოში სპეციალურად ჩვენთვის ორი ტრადიციული კერძი მოამზადეს.

გაიცანი საქართველოს აჭარული ტური სოფელ ვაიოში ტრადიციული აჭარული სიმღერით სრულდება.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოსდაცვის სამინისტროს მიერ
მონადირეებისთვის შეთავაზებული კანონპროექტი
გარემოსდაცვის სამინისტროს მიერ მონადირეებისთვის შეთავაზებული კანონპროექტი
21:36 / 02.06.2017
სპინერი, ასე ჰქვია სათამაშოს,
რომელმაც მსოფლიო პოპულარობა ბოლო რამდენიმე თვეა მოიპოვა.
სპინერი, ასე ჰქვია სათამაშოს, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა ბოლო რამდენიმე თვეა მოიპოვა.
21:36 / 02.06.2017
ტურისტული სეზონის მოახლოებასთან
დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ

 
ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ

 

21:08 / 31.05.2017
რა შემთხვევაში  უნდა
მიმართონ მოზარდებმა მადანტურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების
 ცენტრს.
 

რა შემთხვევაში  უნდა მიმართონ მოზარდებმა მადანტურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების  ცენტრს.

 

21:07 / 31.05.2017
ახალი ამბები