კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სოციალური ქსელი
თინა ხიდაშელი: ყიჟინიდან-ყიჟინამდე

სხვა კომენტარებს მინდა გამოვეხმაურო, ურა პატრიოტიზმის...

გულზე მჯიღის ცემის, სიყალბის.",- წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქის პირად გვერდზე თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი.

"დღეს და გუშინ ბევრი თბილი, კეთილი წერილი მივიღე. დღევანდელი ინტერნეტ სივრცე ამოუწურავ შესაძლებლობას ქმნის წაიკითხო, მოისმინო, გაიგო, გაბრაზდე, გაგიხარდეს...ყველას დიდი მადლობა ვინც გულშემატკივრის პოზიციიდან მწერდით, კრიტიკოსებსაც და მხარდამჭერებსაც. ხანდახან კრიტიკოსებს უფრო, ბევრ ახალს ვიგებ, დაფიქრების საშუალებას მაძლევთ.

მაგრამ ჩემი ეს გზავნილი თქვენთვის არ არის. აქ სხვა კომენტარებს მინდა გამოვეხმაურო, ურა პატრიოტიზმის, გულზე მჯიღის ცემის, სიყალბის და უცოდინრობის მასშტაბური გამოვლინების ყიჟინას. პირობითმა ქალბატონმა გულიკომ, ბატონმა ვალიკომ ჩამოარეს ტელევიზიები, წერეს პოსტები, არ დაიზარეს ტელეფონის პასუხი ინტერვიუებისათვის სააგენტოებისა და გაზეთებისთვის და დაადგინეს რომ გაწვევაზე უარი უცილობლად სამშობლოს ღალატია, ჯარზე უარის თქმაა, სამშობლოს დაცვისთვის ზურგისშექცევაა.

ზოგი უფრო შორს წავიდა ალბათ მისმა პატრონებმა დაავალეს საქართველოს დაკნინება ამ ფორმითო, ზოგმა კი თქვა ალბათ მის შვილებს უწევთ ჯარი და იმიტომ გააკეთაო. როგორც წესი ასეთი ადამიანების სიპატარავე შვილებამდე მისვლას ვერ ცდება, მაგრამ ამას არა უშავს, მგონი უკვე ისინიც აღარ აპროტესტებენ :)

ვიფიქრე, ვიფიქრე, დავწერე, წავშალე, მეპასუხა, არ მეპასუხა და მივხვდი რომ ძალიან ბევრი წელია ეს ჩემი სტრატეგია რომ მსგავს ბრალდებებს არ ვპასუხობ, ადამიანებს არ ვიმეტებ საკუთარ უმეცრებასთან თვალის გასასწორებლად სრულიად საპირისპიროდ მუშაობს. ქალბატონი გულიკო და ბატონი ვალიკო სულ უფრო და უფრო იჯერებენ რომ მათ მიერვე შექმნილ მითებს და უფრო აგრესიულები ხდებიან.

არადა სათქმელი რამდენი მაქვს, რამდენი წელია.ხოდა ჩემო ქალბატონო გულიკო და ბატონო ვალიკო თქვენ მინდა შეგეხმიანოთ, ქვეყანაზე გულდამწვარი გასანთლულ თოკს რომ ითხოვთ ჩემთვის და საჯაროდ ცენტრალურ მოედანზე გაროზგვას

.-- რა იცით დღევანდელი ქართული ჯარის შესახებ?-- როგორ ფიქრობთ, წვევამდელები რამდენი პროცენტია დღევანდელ ჯარში?

-- როგორ ფიქრობთ ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფის რომელ შეუცვლელ ფუნქციას ასრულებენ ეს ბიჭები დღეს?-- როგორ გგონიათ, რომელ პატრიოტულ ან ვაჟკაცურ თვისებებს ანვითარებს ამ ახალგაზრდებში თითქმის ერთი წლის მანძილზე დღეგამოშვებით კოშკურაზე დგომა ან ტომრების ტვირთვა ლოგისტიკის ბაზებზე?

-- რომელი, ვისთან და როგორი ომისთვის მზადყოფნას უზრუნველყოფს დარაჯების და მტვირთავების ასეულები?

-- საომარი მოქმედების დროს თუ მაინცდამაინც დარაჯები და მტვირთავები გახდა საჭირო, მაინცდამაინც მრავალმილიონ დახარჯულთაგან უნდა შევკრიბოთ თუ შეიძლება ისედაც ვიპოვოთ ასეთი პატრიოტები?

-- როგორ ფიქრობთ, რა ცოდნა გაქვთ იმისათვის რომ მიპასუხოთ რატომ ხდება ასე? რატომ ვერ იყენებს შეუარაღებული ძალები წვევამდელებს სხვა ფუნქციისთვის?

-- თქვენი მაღალპროფესიული დათვლებით რა დრო ჭირდება და რა უჯდება ქვეყანას ერთი მაღალკვალიფიციური, ნამდვილად პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე?

-- თქვენი აზრით რამდენად ვართ წინ წასული იმ დროიდან მეთაურები მწყობრში მდგომ 18-19 წლის კეტებში და სპორტულებში გამოწყობილ ბიჭებს არაადამიანურ პირობებში გინებ გინებით რომ არბენინებდნენ, მხოლოდ იმიტომ რომ მათმა მშობლებმა ფული ვერ გადაუხადეს სავალდებულო სამსახურიდან შვილის დასახსნელად?

-- როგორია სუიციდის მცდელობა, თქვენს მიერ პატრიოტიზმის უმაღლეს გამოვლინებად მონათლულ წვევამდელთა ცხოვრებაში?

-- რატომ იყენებს თვითდაზიანებას მათი მნიშვნელოვანი ნაწილი?

-- ქვეყნის და მისი ჯარის სიყვარულის რა პროცენტი რჩება იმ ახალგაზრდის გულში, კრედიტი რომ აქვს გამოტანილი, ძლივს სამსახური რომ იშოვა, თვიდანთვემდე ძლივს ატანს ამ შემოსავლით რომ ვალიც დაფაროს და ოჯახსაც მიხედოს და ჩვენ ხელი მოვკიდეთ, სამსახურს ჩამოვაშორეთ, ყარაულში წავიყვანეთ და ერთი ვალი ასად ვუქციეთ?

-- როდის უნდა დაასრულოთ ეს ყალბი, ცრუ ყიჟინა და გამოიხედოთ ფანჯრიდან.გარეთ ნამდვილი საქართველოა, საკუთარ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდებით დასახლებული საქართველო, ახალგაზრდებით რომლებსაც ქვეყნის სიყვარულთან ერთად საკუთარი თავის რეალიზების, მათ ოცნებების ასრულების სურვილი და პრეტენზია აქვთ, ახალგაზრდების, რომლებსაც უზარმაზარი პრობლემები აქვთ, რომლებიც იბრძვიან გადარჩენისთვის, აკეთებენ ცხოვრებისეულ არჩევანს, მათი არჩევანის პატივისცემას მოითხოვენ.

ქართველი ახალგაზრდების დიდი ნაწილი სწორედ სამხედრო კარიერის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს. თქვენი ყალბი "ურას" ძახილის გარეშე, იძულების გარეშე. სწორედ ისინი არიან საუკეთესო ხიდი ჯარსა და საზოგადოებას შორის, ისინი ქმნიან მისაბაძ ისტორიებს და შემდეგ მათ ისტორიებს მათი მეგობრები ყვებიან, ისინი თავის მეგობრებს უყვებიან და ასე იბადება ახალი ქართული ისტორიები ქართული ჯარის შესახებ.და ბოლოს, იძულებას, სახელმწიფოს სახელით განხორციელებულ ძალადობას არასოდეს ქონია კეთილშობილური მიზნები და მით უფრო, არასოდეს მიუყვანია საზოგადოება კეთილშობილურ შედეგებთან.

სანამ ვინმეს სამშობლოს სიძულვილს, ღალატს, უცოდინრობას, ორგულობას დააბრალებთ ქალბატონო გულიკო და ბატონო ვალიკო იქნებ ყურადღებით მიმოიხედოთ, იმიტომ რომ მერე თუ ვინმეს გაახსენდა, რომ თქვენს ემოციაში სავალდებულო ჯარი თქვენი ფინანსური კეთილდღეობის საწყისი იყო, არ უნდა გაგიკვირდეთ.

არგუმენტები რომ შემოგელევათ ვიცი მაგრად შემაგინებთ, მაგრამ იცოდეთ ეს მხოლოდ თქვენი სისუსტის და ლაჩრობის დასტური იქნება და მე ამათ არაფერი დამაკლდება.

კეთილად ბრძანდებოდეთ და ყოველ ჯერზე ჩემზე არა, იმ ახალგაზრდებზე იფიქრეთ რომელის სრულიად ბრწყინვალე კარიერასაც შესაძლოა მხოლოდ იმიტომ ღუპავთ რომ სახელმწიფოს სახელით განხორციელებული ძალადობის თეორიები მოგწონთ",-წერს თავდაცვის მინისტრი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორი
ელისო კილაძე პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ  კილაძე სოციალურ ქსელში
წერს.

გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ  კილაძე სოციალურ ქსელში წერს.

11:01 / 18.08.2016
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა
ხიდაშელი  სოციალურ ქსელ Facebook-ის  პირად გვერდზე
 საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელი  სოციალურ ქსელ Facebook-ის  პირად გვერდზე  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს.

12:01 / 11.08.2016
ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში, უცხოეთის მოქალაქეს, მხოლოდ ერთ ფინჯან
ჩაიში 500 ლარი გადაახდევინეს.
ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში, უცხოეთის მოქალაქეს, მხოლოდ ერთ ფინჯან ჩაიში 500 ლარი გადაახდევინეს.
13:18 / 10.08.2016
"დღეს ბევრს გაუკვირდა, ბევრმა დამირეკა სუსიდან თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე" - წერს სოციალურ ქსელში ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე

10:39 / 02.08.2016
ოპერისა და ბალეტის უკვე ყოფილი
სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი თანამდებობიდან
გადაყენების შემდეგ პირველ განცხადებას   სოციალურ ქსელში
Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს.

ოპერისა და ბალეტის უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ პირველ განცხადებას   სოციალურ ქსელში Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს.

10:04 / 27.07.2016
ახალი ამბები