კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სამართალი
პარლამენტმა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

 

"სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" კანონში და მისგან გამომდინარე სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები პარლამენტარებმა მესამე მოსმენით მიიღეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 2016 წლის 12 ივნისს, მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, შსს-ს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააჟღერა, რომელიც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრეებისა და მაშველებისთვის წელთა ნამსახურობისა და წოდებების მიხედვით დანამატების დაწესებას, მათი სოციალური დაცვისა და საპენსიო გარანტიების პოლიციელებთან გათანაბრებას ითვალისწინებს.

2016 წლის 24 ივნისს საქართველოს პარლამენტმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა სამსახურის გავლისა და სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ შსს-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო.

"სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" კანონში და მისგან გამომდინარე სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები პარლამენტარებმა მესამე მოსმენით მიიღეს.

ახალი კანონის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ფუნქციის მიხედვით მეხანძრე-მაშველთა, მაშველთა და სამოქალაქო შემადგენლობებად დაყოფა, რაც სახელმწიფო რესურსების სწორად გამოყენებას ხელს შეუწყობს.

კანონპროექტი მეხანძრე-მაშველებისთვის და მაშველებისთვის დამატებით ახალ გარანტიებს ითვალისწინებს, რაც მათ სოციალური და სამართლებრივი დაცვის კუთხით პოლიციელებთან ათანაბრებს, კერძოდ, მეხანძრე-მაშველებსა და მაშველებს:

2016 წლის 1 სექტემბრიდან "სამოქალაქო უსაფრთხოების" შესაბამისი სპეციალური წოდება მიენიჭებათ;

ყოველთვიურად ფულად სარგოზე დაუწესდებათ დანამატი ნამსახური წლებისთვის და ასევე, წოდებრივი სარგო;

განესაზღვრებათ ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარება, აგრეთვე, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები;

სააგენტოს მოსამსახურეებს მიეცემათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა, ხოლო მათი ოჯახის წევრებს ექნებათ დაზღვევის შესაძლებლობა;

მოხდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით;

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველის და მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება;

ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო, 2017 წლის 1 იანვრიდან დაინიშნება სახელმწიფო კომპენსაცია.

აგრეთვე, მნიშვნელოვანი სიახლეა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის და მაშველის ოჯახის წევრებისთვის ყოველთვიური 1000-ლარიანი კომპენსაციის დაწესება.

მეხანძრე-მაშველისა და მაშველის მიერ ხანძრის ჩაქრობის, სამაშველო და საავარიო-სამაშველო ღონისძიებების განხორციელების დროს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას მეხანძრე-მაშველის და მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებს ერთჯერადად 100 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია და დაკრძალვის ხარჯი - 500 ლარი გადაცემათ.

კანონი ასევე დაადგენს სამსახურში მისაღებად საჭირო მოთხოვნებს და შრომის პირობებს, როგორიცაა: სამსახურში მიღება, შვებულება და სამსახურიდან დათხოვნა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა
ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე
ადამიანი. 
შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. 
06:48 / 12.03.2017
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ
ექვს პირს გაათავისუფლებენ.

 

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ ექვს პირს გაათავისუფლებენ.


 

02:01 / 12.03.2017
მთავარი პროკურატურა ბრალდებულ
გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს
ასაჯაროებს.

მთავარი პროკურატურა ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს.

14:51 / 08.03.2017
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი
გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე,
რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე, რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
17:25 / 26.10.2016
საქართველოს მთავარი პროკურატურის
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის
გამოძიების
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების
14:38 / 26.10.2016
ახალი ამბები