კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
პოლიტიკა
ანკარაში პრემიერის ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

ანკარის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციას თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აჰმეთ არსლანი დახვდა.

აჰმეთ არსლანის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და მას რეგიონში სტაბილურობის კუთხით განიხილავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის სახელმწიფოს და თურქ ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა და კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს გარდაცვლილთა გამო.

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, ბინალი ილდირიმთან. დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ისმაილ ქაჰრამანთან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო–თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის  საბჭოს პირველი შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრი ბინალი ილდირიმი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: საქართველოს  პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე;   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე;  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი;  საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები