კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ინციდენტი აჭარაში

აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სანდრა რულოვსთან, ადგილობრივების ერთი ჯგუფი მივიდა და მას დამნაშავე უწოდა.

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი და „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ქალთა ორგანიზაციის 2 წლის იუბილეს ესწრებოდა. სიტუაცია მალე განიმუხტა და შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაგრძელდა. ღონისძიებაზე მისული ქალბატონებიდან ერთ-ერთი „ნაცინალურ მოძრაობას“ მისი შვილის ციხეში უკანონოდ ჩასმისა და იარაღის ჩადების გამო ადანაშაულებდა.

მეორემ კი 2004 წლის შემთხვევა გაიხსენა და თქვა რომ მისი შვილი, რომელიც სოფლის გამგებელი იყო, პოლიტიკური მოსაზრებების გამო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით უკანონოდ დააპატიმრა, რასაც მისი ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყვა. შედეგად  სოფელ კახაბრის ყოფილი გამგებელი გარდაიცვალა. არც სანდრა რულოვსს და არც „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენელს ამ ინციდენტზე შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები