კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში
საკონსტიტუციო სასამართლოში დაპირისპირებების მიზეზები არ ილევა.
თუკი აქამდე  გიორგი პაპუაშვილის მიერ  გაკეთებული განცხადება,  მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ  იყო განხილვის  თემა, ახლა გამოირკვა,  რომ თავად მოსამართლეებსაც  აქვთ  პრეტენზია  პაპუაშვილის მიმართ,     ცხრა წევრისგან შემდგარ პლენუმში აზრი ორად იყოფა  - ნაწილი თავმჯდომარის,  მუშაობაში ხარვეზებს ხედავს, მეორე ნაწილს  კი, განსხვავებული პოზიცია აქვს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სარჩელების ნაცვლად რამდენიმე დღეა  საჯარო განცხადებებს განიხილავენ.

ორ მხარედ გაყოფილი მოსამართლეები ერთმანეთს სასამართლოს დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ.

თავაძის, ფაფიაშვილის, ცაბუტაშვილის, სიჭინავასა და ტურავას გუშინ გავრცელებულ განცხადებას, დღეს კოპალეიშვილის, ერემაძისა და ვარძელაშვილის ტრიომ უპასუხა.

გუშინ, საკონსტიტუციო სასმართლოს ხუთი  მოსამართლე წერილში ამბობდა, რომ  სხვა საქმეებისგან განსხვავებით,  გიგი უგულავს, ე.წ კაბელებისა და რუსთავის ორის საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული ტემპით განიხილება.

განცხადება ადრესატმა პაპუაშვილმა  ზაფხულის სიცხესა და სტრესს დაუკავშირა. დღეს კი, ვარძელაშვილმა-კოპალეიშვილმა და ერემეაძემ კი, ხუთივე  მოსამართლეს შეახსენეს, რომ საქმეების განხილვა მათი თანხმობით მოხდა.

ხუთი მოსამართლის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ  კაბელების საქმეზე სარჩელის ე.წ ჩანაცვლება მოხდა რაც მათი თქმით, კანონდარღვევაა.

მას შემდეგ რაც პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო, ხუთმა  მოსამართლემ თქვა, რომ უმჯობესია სარჩელების განხილვა სასამართლოში გამოძიების დასრულებამდე არ მოხდეს. ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან კოპლეიშვილი ერემაძე და ვარძელაშვილი. გადაწყვეტილება ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ  ხმების უმრავლებოობისთ უნდა მიიღოს.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები